მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო ინფლაციური მოლოდინები მაისში? - სებ-ის გამოკითხვის შედეგები

ინფლაცია

მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა.

კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამასთან ერთად, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0-2%-ისა და 2-4%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, გაზრდილია ინფლაციური მოლოდინები სამწლიან პერიოდზეც. ერთი მხრივ, აპრილთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამ წელში ფასების ცვლილებას 2-4%-ის ფარგლებსა და 4-6%-ის ფარგლებში ელიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, მაისში აპრილთან შედარებით გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-ის ახლოსა და 0-2%-ის ინტერვალში ელოდებიან.

ამასთან, მაისში აპრილთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10-20%-ის ფარგლებში ელოდება. მეორე მხრივ, მცირედით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. გამოკითხულთა აზრით, მაისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა აპრილთან შედარებით გაზრდილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები