მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო მაისი საბანკო სექტორისთვის?

BM.GE
22.06.22 09:45
424
საბანკო სექტორს მოგება გაეზარდა. მაისში კომერციული ბანკების მოგებამ 159.03 მლნ ლარი შეადგინა. აპრილთან შედარებით ზრდა 45%-ია, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი, სექტორმა 21 მლნ ლარით ნაკლები მოგება მიიღო. 

5 თვეში კი, საბანკო სექტორის კონსოლიდირებული მოგება 681.9 მლნ ლარია. იანვარ -მაისის მონაცემებით კი, ბანკების ჯამური შემოსავალი 2.766 მლრდ ლარი იყო, საიდანაც 581,9 მილიონი ლარი მხოლოდ მაისში მიღებული შემოსავალია. რაც შეეხება ხარჯებს, 5 თვეში სექტორმა 1.94 მლრდ ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 385 მლნ მაისის ხარჯია. 

ბანკების მოგება თვეების მიხედვით:
• იანვარი - 212.69 მლნ ლარი
• თებერვალი - 90.61 მლნ ლარი
• მარტი - 110.18 მლნ ლარი
• აპრილი - 109.39 მლნ ლარი
• მაისი - 159.03 მლნ ლარი

სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი;
მიხეილ კაპანაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები