მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი მოლოდინები აქვს OPEC-ს გლობალურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით?

opec

OPEC-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა ორგანიზაცია ოპტიმისტურად აფასებს გლობალურ ეკონომიკურ გარემოს. მიუხედავად გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და სავაჭრო დაძაბულობისა, OPEC-ის შეფასებით, გლობალური ეკონომიკა 2025 წლის მეორე ნახევარში სიმტკიცეს შეინარჩუნებს და მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი წინასწარ პროგნოზირებულზე უკეთესი იქნება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აშშ, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია მდგრად ეკონომიკურ ზრდას განაგრძობენ, ხოლო ევროზონაში ზომიერი აღდგენის ნიშნები შეინიშნება. OPEC-ის პროგნოზით, 2025 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.9%-ს მიაღწევს, რაც არსებითად არ განსხვავდება წინა პროგნოზებისგან.

ორგანიზაციის შეფასებით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2025 წელს დღიურად 1.3-1.4 მილიონი ბარელით გაიზრდება. ფასს რაც შეეხება, ამ მიმართულებით OPEC-ში სტაბილურობას ელიან, თუკი გეოპოლიტიკური ვითარება არ გაუარესდება და მსოფლიოში ახალი კონფლიქტის კერა არ გაჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები