მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი მოლოდინებია 2025 წლის Amazon Prime Day-სთან მიმართებით?

prime day
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა წლის მთავარი შეთავაზება ჩაუშვა, რომელიც Prime Day-ის სახელით არის ცნობილი და ის 8 ივლისიდან 11 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, რა დროსაც წლის საუკეთესო ფასდაკლებებს ვხედავთ.

ზოგადად, ფასდაკლება ამერიკული კაპიტალიზმის განუყოფელი ნაწილია, ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი ფასდაკლება კი ყოველწლიურ Prime Day-სთან არის დაკავშირებული, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის რეკორდული შედეგებით სრულდება და სავარაუდოდ, არც 2025 წელი იქნება გამონაკლისი.

Amazon-ზე არსებული ფასდაკლება მილიონობით პროდუქტზე ვრცელდება, მათ შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა კი ელექტრონიკაზე, კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებზე ფიქსირდება. როგორც ცნობილია, გაყიდვების თითქმის ნახევარი სმარტფონებზე და მათ აქსესუარებზე მოდის.

ზოგადად, Prime Day ამერიკის ეკონომიკისთვის უდიდესი მოვლენაა, რადგან ამ პერიოდში რიტეილერები განსაკუთრებით დიდ შემოსავლებს აგენერირებენ, მომხმარებლები კი ზაფხულის სეზონისა და შვებულებისთვის ემზადებიან. Prime Day-ით სარგებელს, ცხადია, ქართველი მომხმარებლებიც იღებენ, რომელთაც ამერიკაში პროდუქციის შეძენა საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები