სომხეთში - სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის წინასწარი მონაცემებით 2023 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.4%-ს შეადგენდა. ეს მონაცემი პირდაპირ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არაა და მას ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორი ეწოდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით კი 2023 წელს სომხეთის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მიმდინარე ფასებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ 123 მილიარდ მანათს მიაღწია. თურქეთის სტატისტიკის სამსახურს 2023 წლის სრული შედეგები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა მისი მიხედვით, წლის პირველ კვარტალში ზრდა 4% იყო, მეორე კვარტალში 3.9%, ხოლო მესამე კვარტალში კი ზრდამ 5.9% შეადგინა.