მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ახალი Aston Martin Vantage?

aston

ბრიტანულმა Aston Martin-მა ახალი თაობის სპორტული გრანდ-კუპე Vantage წარადგინა, რომელიც დიზაინით ფლაგმანური DB12-ის უმცროს ძმად შეიძლება ჩაითვალოს.

ჯეიმს ბონდის საყვარელი ავტომობილი ისევ ისეთი ელეგანტური, დახვეწილი და სპორტულია, როგორიც Aston Martin-ის ლეგენდარულ ბრენდს შეეფერება. ტრადიციულ ფორმებთან და კლასიკურ პროპორციებთან ერთად, Vantage-ს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოარჩევს, რაზეც მისი განახლებული ინტერიერი მიუთითებს.

რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მხარს, Vantage-ს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ Mercedes-AMG GT63-ის მექანიკური ტყუპისცალი, რადგან მას AMG-ის წარმოების 4.0-ლიტრიანი V8 ტიპის ტურბირებული ძრავა აქვს, რომელიც 656 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სიჩქარის კოლოფს და სხვა მექანიკური ნაწილებსაც Vantage და GT63 იზიარებენ.

შესაძლოა, ერთი შეხედვით, GT63-თან ასეთი მსგავსება ნაკლად ჩაითვალოს, თუმცა, რეალურად, ეს Aston Martin-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რადგან Mercedes-AMG-ზე უკეთესი ძრავის შექმნის რესურსი ბრიტანულ კომპანიას ფიზიკურად არ აქვს, თუმცა დიზაინითა და სტილით Vantage-ს მართლაც შეუძლია ნებისმიერ სპორტულ GT-ს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

Aston Martin Vantage-ის საწყისი ფასი 200,000 დოლარს შეადგენს და ის ამ პარამეტრით Porsche 911-ის კონკურენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები