მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ახალი Opel Astra?

OPEL-ASTRA-LC-2023-PHEV-SOME-LI-INT-RED-DOT-AWARD-SEPTEMBER-POST-01

ახალი Opel Astra უკვე საქართველოშია – როგორია ის?

ლეგენდარული გერმანული ავტომობილის, Opel Astra-ს 32-წლიანი წარმატების ისტორია ახალი, მეექვსე თაობის მოდელით გრძელდება. ახალი Astra წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი, კომფორტული, უსაფრთხო და მოქნილია. ის Stellantis-ის EMP2 პლატფორმაზეა აგებული, რაც ავტომობილს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სძენს.

მთავარი სიახლე, უდავოდ, დიზაინია, რომელიც მაღალტექნოლოგიურობისა და მინიმალიზმის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. Astra-ს გარეგნულ სილამაზეს ექსპერტებიც აღიარებენ, ვინაიდან, ავტომობილმა დიზაინის კატეგორიაში Golden Steering Wheel-ისა და Red Dot Design Award-ის ჯილდოები მოიპოვა.

ახალი Astra 1.2 ლიტრის მოცულობის ბენზინის და 1.5 ლიტრის დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, რაც ავტომობილის დინამიკურობას და ეკონომიურობას უზრუნველყოფს. ის ხელმისაწვდომია როგორც 6-სიჩქარიანი მექანიკური, ასევე 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, ამ შემთხვევაში წინა მოდელთან შედარებით საქმე გვაქვს არა ევოლუციასთან, არამედ ნამდვილ ტექნოლოგიურ რევოლუციასთან. ახალი Astra აღჭურვილია 10-დუიმიანი ჭკვიანი მულტიმედიით, რომელსაც Apple CarPlay-ს და Android Auto-ს სრული მხარდაჭერა აქვს. ინსტრუმენტთა პანელი და ცენტრალური ეკრანი ისეა მოწყობილი, რომ მძღოლმა საჭირო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღოს, სამართავ პანელთან ზედმეტი ინტერაქციის გარეშე.

ავტომობილს მართვის სამი განსხვავებული რეჟიმი აქვს, მათ შორის: NORMAL, ECO და SPORT, რათა ის ზუსტად მოერგოს მძღოლის განწყობას და საჭიროებებს. გარდა ამისა, ახალი Astra აღჭურვილია გაჩერება-დაძვრის ჭკვიანი სისტემით, რომელიც საწვავის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს. ცხადია, თანამედროვე ავტომობილს უხვად აქვს უსაფრთხოების სისტემები, მათ შორისაა: კამერა, უხილავი ზონის კონტროლი, გასწრების სენსორი, ზოლის შენარჩუნების სისტემა და დაბრკოლებასთან მიახლოების სენსორი.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი სიახლე Opel-ის საფირმო IntelliLux LED სისტემაა, რომელიც ავტომობილის მაშუქების სიმძლავრეს და ხილვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. გარდა ამისა, ავტომობილის განათებას მართვის ავტომატური სისტემა აქვს, რომელიც მოძრაობისას ადაპტირდება და ზუსტად ერგება გზაზე მოცემულ ვითარებას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Opel Astra ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია და წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული მოდელების რაოდენობა 15 მილიონ ერთეულს აღწევს.

საქართველოში ახალი Astra-ს შეძენა Opel-ის შოურუმშია შესაძლებელი, რომელიც დ. აღმაშენებლის ხეივნის 118 ნომერში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები