საფონდო ბირჟაზე დაბალი აქტივობა ნარჩუნდება. წელს, ამ დრომდე ბირჟის სავაჭრო სესიებზე ლარში 24 გარიგება დაიდო, ჯამში 3.6 მლნ-ის მოცულობის აქციაზე. გარიგებების ღირებულება კი 157 963 ლარია. წლის 10 თვეში დოლარსა და ევროში გარიგებები არ დადებულა, მაშინ როდესაც 2022 წელს 2.4 მლნ დოლარის გარიგებები იყო დადებული ობლიგაციებზე. თუმცა ამავე დროს გაორმაგებულია ლარში დადებული გარიგებების რაოდენობა, ღირებულება კი, მკვეთრად გაზრდილია. აქტიურია არასაბირჟო გარიგებები. 10 თვეში ლარში 3.2 მლნ ლარის გარიგებებია დადებული, დოლარში 9.8 მლნ დოლარის ღირებულების, ხოლო ევროში 1.5 მლნ ევროს 18 გარიგება დაფიქსირდა. რა ტენდენციებია საფონდო ბირჟაზე, რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო ბირჟაზე ვაჭრობის გასააქტიურებლად და რამდენად ეხმარება კომპანიებს მხრიდან ფინანსური ანგარიშგებების წარმოება კაპიტალის ბაზრის განვითარებას?
სტუმარი: ნინო ქურდიანი - "საქართველოს საფონდო ბირჟის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;