მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია Aston Martin-ის ახალი სუპერქარი? – Valhalla-ს განხილვა

Valhalla

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, Aston Martin-მა, რომელიც დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ ითვლება, ახალი ჰიბრიდული სუპერქარი Valhalla წარადგინა, რომელიც კონკურენციას Lamborghini Revuelto-სა და Ferrari SF90-ს გაუწევს.

ამ ექსტრემალური პროპორციების მქონე ავტომობილის ცენტრში Mercedes-AMG-ის წარმოების V8 ტიპის 4-ლიტრიან ძრავას ვხედავთ, რომელიც F1-ის სტილის ჰიბრიდულ სისტემასთან ტანდემში 1,064 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 1,100 Nm-ის მაბრუნებელ მომენტს აფიქსირებს. ასეთი კომპლექსური არსენალის მიუხედავად, ავტომობილის წონა 1,655 კილოგრამს შეადგენს, რაც თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს.

0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად Valhalla-ს 2.5 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონულად არის შეზღუდული 350 კმ/სთ-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სუპერქარი ავტობანზე მაქსიმალური სიჩქარის რეკორდების დასამხობად არ არის შექმნილი, ის უფრო მეტად სარბოლო ტრასებზე ორიენტირებული ქირურგიული ინსტრუმენტია, რომელიც გამოცდილი პილოტის ხელში შთამბეჭდავი შედეგების დაფიქსირებას შეძლებს. მართალია, Valhalla ისეთი ექსტრემალური და გიჟური არ არის, როგორიც მისი უფროსი ძმა - Valkyrie, რომელიც V12-ით და სარბოლო აეროდინამიკური არსენალით არის აღჭურვილი, თუმცა უმცროსი ძმის კვალობაზე ის მაინც ღირსეულ სუპერქარად უნდა ჩაითვალოს.

როგორც ბრიტანულ კომპანიაში აღნიშნავენ, Valhalla შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი და ჯამში მისი 999 ეგზემპლარის გამოშვებაა დაგეგმილი. ცხადია, ყოველი მათგანი წინასწარაა გაყიდული, რაც ულტრა-პემიალური სეგმენტის ავტომწარმოებლებისთვის სტანდარტული პრაქტიკაა. ფასს რაც შეეხება, Aston Martin-ის ჰიბრიდული სუპერქარის ღირებულება $1 მილიონიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები