აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის დაწყებისა და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei-ს სანქცირების შემდეგ, კომპანია რთული მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მას Google-ის სერვისების, მათ შორის Android OS-ის გამოყენება აეკრძალა. Android-ის გარეშე დარჩენილ Huawei-ს ერთადერთი გამოსავალი დარჩა - საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა, რომელიც ბაზარზე HarmonyOS-ის სახელითაა ცნობილი და ის მხოლოდ Huawei-ს მოწყობილობებშია ხელმისაწვდომი.
ამჯერად სწორედ HarmonyOS-ის შესაძლებლობებზე და ტექნიკურ ნაკლოვანებებზე ვისაუბრებთ.
განსხვავებები Android-სა და HarmonyOS-ს შორის:
1. არქიტექტურა - HarmonyOS იყენებს Micro-კერნელს, რაც სისტემის მარტივად განახლების საშუალებას იძლევა და უსაფრთხოებას ზრდის, მაშინ როცა Android იყენებს უფრო რთულ Linux-კერნელს, რომელიც უფრო დაცული და კომპლექსურია.
2. ინტეგრაცია - HarmonyOS-ს აქვს სიღრმისეული ინტეგრაცია სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებთან, რაც მას უფრო მოქნილს ხდის IoT-ეკოსისტემისთვის, რაც ჭკვიან სახლს, საოჯახო ტექნიკას მოიაზრებს. შედარებისთვის, Android-ის სისტემა უფრო სმარტფონებზეა ორიენტირებული.
3. აპლიკაციები - HarmonyOS-ს საკუთარი App Gallery აქვს, სადაც აპლიკაციების ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი, თუმცა ამ სიაში ბევრ ამერიკულ თუ ევროპულ აპლიკაციას ვერ შეხვდებით, მათ შორის Google-ის აპლიკაციებს, რაც Huawei-ს სისტემის მთავარ ნაკლს წარმოადგენს.
გამოყენება და გავრცელება:
Huawei-ის ოპერაციული სისტემა ძირითადად ჩინურ სმარტფონებში, ჭკვიან მოწყობილობებში, პლანშეტებსა და ტელევიზორებში იყენებენ, განსაკუთრებით იმ ბაზრებზე, სადაც Android-ის მხარდაჭერა შეზღუდულია, ანუ ჩინეთსა და სხვა სანქცირებულ სახელმწიფოებში, სადაც Google-სა და Apple-ს ოპერირება შეზღუდული აქვთ.
საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ Huawei-ს ოპერაციული სისტემა Android-ის კომპრომისულ ანალოგს წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე მხოლოდ იმის გამო არსებობს, რომ ჩინურ კომპანიას Google-ის სერვისებით სარგებლობა აკრძალა. ყველანაირი ტექნიკური თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, დასავლურ სახელმწიფოებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის Android-ი და iOS ისევ საუკეთესო ალტერნატივად რჩება.