მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ძაღლების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა?

ძაღლები

ძაღლების სასტუმრო „ები“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ბაზარზე სამი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს 10-15 კილომდე ძაღლების დატოვების სერვისს სთავაზობს.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა, ხათუნა მელიქიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” განაცხადა, ცხოველების სასტუმროების სერვისზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.

მისი თქმით, ძაღლების სასტუმრო სახლშივე აქვს განთავსებული, შესაბამისად, ერთ ჯერზე მხოლოდ 7-8 პატარა ჯიშს ძაღლის განთავსებას უზრუნველყოფენ.

“ძაღლების სასტუმროს შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც თავად გამიჩნდა ძაღლის დატოვების საჭიროება. 3 წლის წინ, სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას, იმ დღესვე არაერთი გამოხმაურება და სრულად შევსება მოჰყვა. თავდაპირველად 5 ძაღლით დავიწყეთ და ახლა უკვე 7-8 ძაღლის დატოვება შეგვიძლია. იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმრო სახლში მაქვს მოწყობილი, მხოლოდ 10-15 კილომდე ძაღლს ვიტოვებთ, რადგან მეტის შესაძლებლობა არ გვაქვს. სასტუმროში თითქმის ყველა დღე სრულად დატვირთულია. განსაკუთრებით ზაფხულია ძალიან აქტიურია. შესაბამისად, მომხმარებელს თადარიგის დაჭერას და წინასწარ ჯავშანს ვურჩევ. ერთი ღამით, ერთი ძაღლის დატოვება 35-40 ლარი ღირს, თუმცა ხანგრძლივი პერიოდით დატოვების შემთხვევაში, თანხის კორექტირებაც ხდება. პატრონმა ძაღლი საკვებით უნდა უზრუნველყოს, რადგან საკვების ცვლილება ცხოველისთვის მიზანშეწონილი არ არის.

ძაღლის მიღებამდე სხვადასხვა მოთხოვნები გვაქვს. მათ შორის, მომხმარებელმა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს ძაღლის ხასიათის შესახებ. ამასთან, ძაღლი უნდა იყო ჭიაზე დამუშავებული. გარდა ამისა, ძაღლის ჯანმრთელობის საკითხებზეც ვსაუბრობთ ხოლმე“,-ბაცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.

მელიქიშვილი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შემოდგომიდან ძაღლების ტრანსპორტირებისა და წვრთნის სერვისის დამატებასაც გეგმავენ. ამასთან, გეგმაშია გაფართოებაც, რათა ნებისმიერი ჯიშის ძაღლის მიღება უზრუნველყონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები