მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ელექტრო Mercedes G-Class EQ?

G580 EQ

გერმანულმა Mercedes-Benz-მა ლეგენდარული Geländewagen-ის ფუნდამენტურ დონეზე განახლების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ელექტრონული ვერსია - G580 EQ გამოუშვა.

ვიზუალური თვალსაზრისით, ახალი ელექტრომობილი ფაქტობრივად იდენტურად გამოიყურება ტრადიციულ G-Class-თან შედარებით, რაც იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ Geländewagen-ის მთელი აზრი მისი კლასიკური, ბრუტალისტური დიზაინია, რომელიც 1979 წლის შემდეგ თითქმის არ შეცვლილა.

გერმანული „აგური“ ახალი იმაზე გაცილებით უფრო აეროდინამიკური და მოქნილია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა, რაც დიზაინის დახვეწით არის განპირობებული. საბედნიეროდ, ელექტრომობილი ისევ ინარჩუნებს კლასიკურ პროპორციებს და სილუეტს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, G580 EQ-ს ოთხი დამოუკიდებელი ელექტრომოტორი აქვს და ყოველ მათგანს დამოუკიდებელი სიჩქარის გადამრთველი კოლოფი უყენია, რაც ელექტრომობილის დაბალი და მაღალი სიჩქარის არჩევის საშუალებას აძლევს, ეს კი მისი გამავლობის გაუმჯობესებას და off-road შესაძლებლობების ზრდას იწვევს.

გარდა ამისა, ელექტრომობილის ქვედა ნაწილი დაცულია კევლარის კომპოზიტური მასალით, რათა უგზოობაში გადაადგილებისას მისი ბატარეა არ დაზიანდეს.

როგორც ცნობილია, ელექტრომობილს 580 ცხენის ძალა და 1,165 ნიუტონ-მეტრის მოცულობის გაწევა აქვს, რისი წყალობით, თითქმის 3-ტონიანი ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.6 წამში შეძლებს.

მაქსიმალურ მანძილთან და ფასთან დაკავშირებით Mercedes-Benz-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ელექტრომობილი ფლაგმანურ G63-ზე იაფი ეღირება, რომლის ფასი, თავის მხრივ, 190,000 დოლარიდან იწყება.

ბაზარზე ელექტრო G-Class-ის გამოჩენა არ ნიშნავს შიდა წვის ძრავის მქონე Geländewagen-ის წარმოების შეწყვეტას. როგორც Mercedes-ში ამბობენ, 8-ცილინდრიან G63 AMG-ზე მოთხოვნა ისევ მაღალია და მის წარმოებას კომპანია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს.

ერთი უპირატესობა, რომელიც ელექტრო G-Class-ს ტრადიციულთან შედარებით აქვს, ადგილზე დაბზრიალების ფუნქციონალია, რომელსაც Mercedes-ში G-Turn-ს უწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები