მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია განახლებული ვაკის პარკი - ფოტოები

6185123e5d5fb
BM.GE
05.11.21 15:04
3990
(R)

ვაკის პარკი ქალაქის განსაკუთრებული ადგილია. უკვე რამდენიმე ათწლეულია, სარეკრეაციო ზონა სხვადასხვა თაობის ადამიანების ბავშვობის დაუვიწარ მოგონებებს უკავშირდება. დედაქალაქის ყველაზე ცნობილი პარკის მშენებლობა, 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი გამოიყო. ამ ადგილს კულტურული ძეგლის სტატუსიც კი აქვს მინიჭებული.

პარკის იერსახე წლების განმვალობაში არ შეცვლილა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ამ დრომდე არასოდეს მომხდარა სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია. მერიის მიერ დამტკიცებული პროექტი სამშენებლო კომპანია „დაგიმ“ ისტორიული სახის სრულად შენარჩუნებით განახორციელა.



რეაბილიტირებუილი ვაკის პარკი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები. მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები და ცხოველთა სასეირნო მოედანი, ახალი სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინებისა და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 673 ძირი ბუჩქი და 1 338 ძირი ხე.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, მუშაობა მიმდინარეობს ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე, რომლის პროექტიც უკვე დასრულებულია. კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც ამჟამად არსებობს. ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა.


სამშენებლო კომპანია „დაგი“ უკვე 20 წელზე მეტია სამშენებლო ბიზნესშია. დაარსებიდან დღემდე, კომპანიას 500-ზე მეტი პროექტი აქვს შესრულებული საქართველოს ტერიტორიაზე. „დაგის“ სახელს უკავშირდება ამბროლაურის აეროპორტი, სასტუმრო „მუზეუმი“, „შილდას“ ღვინის ქარხანა, სათაფლიის ნაკრძალი, სასტუმრო „ანაკლია“,ვანის მუზეუმი, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, თბილისის მეგა სკოლა, კომაროვის სკოლის ფილიალი ბათუმში, და მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები