მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 361 900 აშშ დოლარის ღირებულების იახტების და დასვენებისთვის ან სპორტისთვის საჭირო სხვა მცურავი ტრანსპორტის იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით ნაკლებია გასული წლის პირველი ორი თვის მაჩვენებელთან შედარებით, როცა აღნიშნული საქონლის იმპორტმა 324 400 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს, ჯამურად ქვეყანაში 4,1 მლნ აშშ დოლარის იახტები და მცურავი ტრანსპორტი შემოვიყვანეთ. იმპორტი 2024 წელთან (4,7 მლნ აშშ დოლარი) შედარებით შემცირებულია.
საიმპორტო ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს. TOP-10 ქვეყანა 2025 წლის ჯამურ იმპორტში შემდეგია:
- აშშ - 2,1 მლნ აშშ დოლარი
- მექსიკა - 445 500 აშშ დოლარი
- თურქეთი - 280 300 აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 254 600 აშშ დოლარი
- ჩინეთი - 233 300 აშშ დოლარი
- ესპანეთი - 152 000 აშშ დოლარი
- კანადა - 151 400 აშშ დოლარი
- რუმინეთი - 136 900 აშშ დოლარი
- ბულგარეთი - 101 700 აშშ დოლარი
- გერმანია - 47 900 აშშ დოლარი
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 69 600 აშშ დოლარის ღირებულების იახტები გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 53 000 აშშ დოლარის. გამოდის, რომ მაჩვენებელი გაზრდილია. 100%-ვე პროცენტი ადგილობრივ ექსპორტად ფიქსირდება. საექსპორტო ქვეყნები კი წელს ყაზახეთი და ყირგიზეთი იყო.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს, საქსტატის მიხედვით, 2025-ში იახტების ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 1 მლნ აშშ დოლარამდე. 2024 წელს კი 926 300 აშშ დოლარი იყო.
საექსპორტო ქვეყნების ხუთეული შემდეგია: ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და უკრაინა.




























