მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია “კა ჯგუფის” სასტუმროებში დამსვენებლების გეოგრაფია?

ჭიღლაძე

“კა ჯგუფის” დამფუძნებელი, ირაკლი ჭიღლაძე BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" სასტუმროს დამსვენებლების გეოგრაფიას აფასებს.

მისი თქმით, დედაქალაქის დამსვენებლების 99% ძირითადად საერთაშორისო ვიზიტორები არიან. რაც შეეხება ქართველებს, რეგიონიდან რეგიონში ძირითადად სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა თუ ტრენინგებზე დადიან.

"დედაქალაქში დამსვენებლების 99% არის საერთაშორისო სტუმრები. თბილისში ვიჯავშნებით ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ასევე ირანიდან, რომელიც სულ გვყავდა, თუმცა ზრდის ტემპი ფიქსირდება, ასევე ყაზახეთი, უზბეკეთი და GCC-ის (გალფის) ქვეყნებიდან. რაც შეეხება ევროპას, ევროპა ინტერესდება, თუმცა სტატისტიკურად ამ ქვეყნებს შორის შესაძლოა უფრო ჩაკარგული იყოს.

ქართველები ძირითადად რეგიონიდან რეგიონში სხვადასხვა ტრენინგებსა თუ საქმიან შეხვედრებზე ჯავშნიან.

აქსელერაციის თვალსაზრისით, ევროპას უფრო კარგი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებს. მაგალითად, 2022 წელს ჯავშნებმა ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან მოიმატა. ამ სტატისტიკებს რომ დავაკვირდით, ასევე ტურიზმის ადმინისტრაციაც რომ დააკვირდა, 2022 წლის მიწურულს ამ ქვეყნებთან B2B შეხვედრა ჩავნიშნეთ. ამ ბაზრებს რასაც ვუყურებთ, ბიზნესი ადაპტირებას სწრაფად ახერხებს, რათა ინტერესი საქართველოზე წამოვიდეს. არსებობს სხვადასხვა OTA სისტემები, როგორიცაა მაგალითად Booking.com საიდანაც შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიღო ჯავშნები. Booking.com-დან მიღებული ჯავშნები, არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ე.წ. ტრენდი შექმნან.

2016 წლიდან ძალიან კარგად ვოპერირებდით გერმანიაზე და იტალიაზე. ეს ქვეყნები კვლავ რჩება. ბოლო პერიოდში წამოვიდა ავსტრია და როგორც აღვნიშნე დაემატა ბელგია და ნიდერლანდები",-აღნიშნავს ჭიღლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები