ნუშის მოსავალი წინასწარი პროგნოზით საკმაოდ კარგია. როგორც პროფილური ასოციაციის დამფუძნებელმა რამდენიმე დღის წინ BMG-სთან საუბარში აღნიშნა, ადგილობრივი წარმოება მოახერხებს, რომ ქვეყანაში 3000 ტონა ნუში მიიღოს, რაც 1000 ტონა ნუშის გულს გულისხმობს, ეს კი არის პროდუქტი, რომელიც პირდაპირ ივაჭრება, შესაბამისად, ასოციაციის მოსაზრებით, ეს რაოდენობა მოახერხებს, რომ ქვეყნის შიდა მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, რაც თავის მხრივ, პროდუქციის საფასურს დაარეგულირებს.
სტუმარი: ანა ქევხიშვილი - ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;