მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია კამალა ჰარისის ისტორია, რომელიც აშშ-ის არჩევნებში დამარცხდა?

ჰარისი

დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი 59 წლის პოლიტიკოსია კალიფორნიის შტატიდან. ის ისტორიაში შევიდა როგორც როგორც პირველი ქალი, პირველი აფროამერიკელი და პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. ჰარისის ცხოვრება და კარიერა მრავალფეროვანი და საინტერესოა, რაც მას პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცევს.

ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს ოკლენდში დაიბადა, მისი დედა ინდოელი მეცნიერი იყო, ხოლო მამა - ეკონომისტი კარიბის ზღვაში მდებარე იამაიკიდან. ჰარისმა ბავშვობა და ახალგაზრდობა კალიფორნიაში გაატარა, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. მისი მშობლების გავლენით ჰარისმა ბავშვობიდანვე გაიაზრა სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობა და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სწორედ ამ პრინციპებს იცავდა.

ჰარისმა სწავლა ჰოვარდის უნივერსიტეტში დაიწყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული აფროამერიკული სასწავლებელია ქვეყანაში. აქ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებსა და ეკონომიკაში. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჰარისი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ აქტივობებსა და პოლიტიკურ დებატებში, რაც მას ლიდერობის უნარების განვითარებაში დაეხმარა. შემდგომში, მან სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტში, რაც მისი იურიდიული კარიერის საფუძველი გახდა.

ჰარისმა კარიერული საქმიანობა დაიწყო როგორც უმცროსმა საოლქო პროკურორმა კალიფორნიის ერთ-ერთ რაიონში, თუმცა მისმა ძალისხმევამ მალევე მიიპყრო ზემდგომების ყურადღება, რის შედეგადაც იგი სან-ფრანცისკოს ოლქის პროკურორი გახდა. გამორჩეული მიღწევების გამო, 2010 წელს იგი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად აირჩიეს, რაც ამერიკაში განსაკუთრებით მაღალ თანამდებობად ითვლება, თანაც ჰარისი ისტორიაში პირველი ქალი იყო ამ პოსტზე.

2017 წელს ჰარისი კალიფორნიის სენატორი გახდა და ამ ნაბიჯით მან ოფიციალურად გადაინაცვლა უმაღლეს პოლიტიკასა და დემოკრატიული პარტიის ელიტაში.

მის შეხედულებებს რაც შეეხება, კამალა ჰარისის პოლიტიკური იდეოლოგია ლიბერალურია და მისი საქმიანობა გამოირჩევა სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის პრინციპებით. იგი მხარს უჭერს ქალთა და ლგბტ უფლებებს, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის რეფორმებს და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

2020 წელს ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია. ეს იყო ისტორიული ნაბიჯი, რომლითაც ჰარისი გახადა პირველი ქალი, პირველი აფროამერიკელი და პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში.

ვიცე-პრეზიდენტის როლში, მისი ხედვა მოიცავს: კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას და სოციალური სამართლიანობის გაძლიერებას. ჰარისი აქტიურად მუშაობს იმიგრაციის რეფორმებზე, ცდილობს გაზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა და ცდილობს, რომ ყველა ამერიკელს ჰქონდეს სოციალური სერვისების მიღების თანაბარი შესაძლებლობები. მისი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ამომრჩევლები ჰარისს დადებითად აფასებენ და ეს რიცხვებშიც ჩანს. რიცხვებთან დაკავშირებით იმასაც გეტყვით, რომ ჰარისის ქონების შეფასება 8 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც არაფერია დონალდ ტრამპთან შედარებით, $7.5 მილიარდის ქონებას ფლობს.

ფაქტია, რომ პროკურორის, სენატორისა თუ ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში მან დაამტკიცა, რომ ღირსეული კანდიდატია, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნებში გამარჯვებისათვის ვერ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან ამერიკის პრეზიდენტობისათვის გაცილებით მეტია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები