ებრაული ბრენდი „ლალინი“, რომელიც საქართველოში პირველად გასული წლის 20 ივნისს, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ გამოჩნდა და მომხმარებელს თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, მზარდი მოთხოვნისა და ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ შეთავაზებებზე საუბრობს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორმა, ლიკა დოლიძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ერთი წელიც არ არის, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყეს, მოთხოვნა მათ პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია.
რაც შეეხება კონკრეტულად ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ მოთხოვნას, მისი თქმით, მოთხოვნა დიდია.
"ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ძალიან დატვირთულები ვართ, თუმცა რეალური შედეგი ალბათ 15 თებერვლის შემდეგ გვეცოდინება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მაღაზიაში 12 თებერვლამდე 1+50 შეთავაზება მოქმედებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მეორე პროდუქტზე 50%-იანი ფასდაკლება ექნებათ. ასევე ონლაინ მაღაზიის სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ფასდაკლებებთან ერთად, კიდევ სხვა ფასდაკლებების მოიპოვება შეეძლება,“- აცხადებს დოლიძე.
მისივე ცნობით, მათი ძირითადი მომხმარებლები ქალები არიან.
რაც შეეხება კონკურენციას, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე არსებული, მსგავსი ტიპის კომპანიებისგან განსხვავებით, „ლალინიში“ მონო ბრენდია განთავსებული და მოლოდინია, რომ ქართულ ბაზარზე თავის სიტყვას იტყვიან.
ინფორმაციისთვის, ებრაულ ბრენდს „ლალინი“ 25 წლიანი გამოცდილება აქვს და 180-ზე მეტ ბუტიკს მართავს. კომპანია მომხმარებელს ისრაელიდან თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს. ამასთან 4 სახის სუნამოსაც.