მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ახალი რექტორის გეგმები? - გიორგი ბარკალაია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან, რექტორის პოზიცია გიორგი ბარკალაიამ დაიკავა.

BM.GE ბარკალაიას გეგმებსა და სიახლეებზე ესაუბრა. რექტორი სტუდენტებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და სიახლეებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის უნივერსიტეტში 4 500 სტუდენტი სწავლობს.

“წელს უნივერსიტეტს 10 წელი უსრულდება. საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და საკმაოდ დიდ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. დღეისათვის უნივერსიტეტში 4500 სტუდენტი სწავლობს, ძალიან ბევრი უცხოელია და გეოგრაფია 90 ქვეყანას მოიცავს. უმეტესობა ევროპული ქვეყნებიდანაა, არიან ბრიტანეთიდან და ა.შ. ვავითარებთ ყველა მიმართულებას და ერთ-ერთი მთავარი, რაზეც წელს ვიზრუნებთ უცხოური გამოცდილების ქართველი სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტად გაზიარება იქნება. ჩვენი მასწავლებლები 16 სხვადასხვა ქვეყნიდან არიან და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ქართულ ბაზარს ის გამოცდილება და ის ცოდნა მივცეთ, რაც წამყვანი და მსოფლიო ბაზარზე სამედიცინო, ბიზნესის, IT-მიმართულებით, თუ სხვა მხრივ ტრენდულია”, - განაცხადა ბარკალაიამ.

რაც შეეხება "ნიუ ვიჟენის" კამპუსებს სხვა ქვეყნებში, ბარკალაია ამბობს, რომ უნივერსიტეტი ბევრი მიმართულებით წარმატებით ვითარდება. “ყველა დაინახავს რა, როგორ განვითარდება და რამდენად ხელშესახები იქნება ეს ინფორმაცია. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან სწრაფად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს სიახლეები მასიურად გავაჟღეროთ”, - თქვა ბარკალაიამ.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ბარკალაია გახდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები