მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია პარტიების რეიტინგი ბოლო სოციოლოგიური კვლევით?

ხალხი ქუჩა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ამ შაბათს რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, 25,1% (ალოკაციით 31,5%) „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.

10,3%-ით (ალოკაციით 18%) მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებებისთვის“; 8,5%-ია (ალოკაციით, 14,9%) „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“; . 6,3% (ალოკაციით 11%) აცხადებს, რომ „ძლიერ საქართველოს“ მისცემდა ხმას, 5,4% (ალოკაციით 9,5%) კი — „გახარიას საქართველოსთვის“. გამოკითხულთა 18%-ზე მეტმა თქვა, რომ ურჩევნია, ამ კითხვას არ უპასუხოს, დაახლოებით 14%-მა კი არ იცის, ვის მისცემდა ხმას.

ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დიდ უმრავლესობას (80%-ის ფარგლებში), აქვს მონაწილეობის მაღალი მზაობა. ხოლო იმათ შორის, ვინც ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა (ალოკაციით) შეადგენს 31.5%-ს.

ალოკაცია გულისხმობს მეთოდს, როდესაც მკვლევრები ცდილობენ გადაუწყვეტელი ანდა პასუხებზე უარის მთქმელი რესპონდენტების პოზიცია დამატებითი კითხვების საშუალებით გამოავლინონ და განსაზღვრონ ვის უჭერენ ისინი მხარს.

რესპონდენტთა უმრავლესობა (55%-მდე) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ დარჩება, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე. ასეთ საფრთხეს მეტ-ნაკლებად ხედავს რესპონდენტთა 35.5%; თუმცა, ამაში მხოლოდ 15.3%-ია დარწმუნებული.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი: 74.4%; საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. კვლევის დონორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები