საბორნე გადაზიდვების პერსპექტივას და ახალი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს, კომპანია E60 Shipping Line-ის დირექტორი, შალვა წაქაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აფასებს.
მისი თქმით, კომპანიამ შეძლო კორიდორის გაერთიანება და გააქტიურება, რომელიც გაწყვეტილი იყო. მან ასევე დასძინა, რომ კორიდორს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ტვირთების მრავალფეროვნება მოიზიდოს.
„იყო დრო, როდესაც ცარიელი გემით დავდიოდით, რომ უწყვეტობა შეგვენარჩუნებინა. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ დღეს ამის პრობლემა არ გვაქვს. ვფიქრობ, ტვირთების მრავალფეროვნება დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიშლება. რთული ტვირთები ამ დროისათვის არ არსებობს, რადგან ისინი კორიდორს ეჩვევიან და ვფიქრობ, შესაგუებლად, პროცესს დიდი დრო არ დასჭირდება. ფაქტობრივად, გეომეტრიული პროგრესიით მიდის ყველაფერი, რადგან ერთადერთი [ჩვენი] მარშრუტი დარჩა შუა აზიისთვის, რომელიც გადის ევროპაზე. ის უმოკლესი მანძილია, რომელიც ევროპაზე გადის. გეოპოლიტიკური კუთხითაც რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფია ჩინეთისთვის, რათა ევროპას დაუკავშირდეს.
ეს კორიდორი იყო გაწყვეტილი, ჩვენ შევძელით ამ კორიდორის გაერთიანება. ანუ, თავიდან თუ 6-7 მანქანა მოდიოდა, ახლა ძალიან ბევრი მანქანა მოდის. ეს ხაზი რომ არა, ეს კორიდორი ვერ იარსებებდა და მანქანით შემოვლითი გზებით სარგებლობა მოუწევდათ“, - აღნიშნავს წაქაძე.
ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო.