მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საერთაშორისო ბაზრების მხრიდან ქართულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა?

ნატა ბოჭორიშვილი

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, ნატო ბოჭორიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საერთაშორისო ბაზრების მხრიდან მოთხოვნაზე საუბრობს. მისი თქმით, ისრაელიდან რუსეთის მსგავსად მოჭარბებული მოთხოვნა არ არის, თუმცა შეინიშნება ტენდენცია, რომ ისრაელის მოქალაქეებისთვის საინტერესოა აჭარის რეგიონთან ერთად, თბილისიც.

„ისრაელიდან საინვესტიციო მიმართულებით აჭარის მიმართულებას განიხილავდნენ. ახლა აჭარის რეგიონს თბილისიც დაემატა, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი მიმართულებით. ასევე, საქართველო უფრო აქტიური ხდება გალფის ქვეყნებშიც. რამდენიმე დეველოპერი უკვე ჩვენი ქვეყნის გარეთაც გავიდა და აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან მოჭარბებული ინტერესი ძირითადად მოკვლევის პროცესშია, თუმცა ყიდვის კუთხით, აქტივობა ნაკლებია.

„ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან აქტივობა მხოლოდ მოკვლევის ეტაპზე ფიქსირდება. მათი მხრიდან ინტერესია ფასებზე, ლოკაციებზე და ა.შ ძირითადად უფრო ბიზნესის მიმართულებით აინტერესებთ, ასევე კომერციული ფართები. ყიდვის კუთხით, ჩვენი ინფორმაციით, აქტივობა არ არის. აქედან გამომდინარე, ველოდებით ბაზრის გააქტიურებას“,- ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.

ბოჭორიშვილი ყურადღებას საერთაშორისო გამოფენების მნიშვნელობაზეც ამახვილებს, რომლებიც წლის ბოლოს და მომავალ წელს იგეგმება. განმარტავს, რომ მასზე აქტივობა უკვე შეინიშნება.

„გვიკავშირდებიან უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში. ჩვენ ვიქნებით შუამავალი სხვადასხვა ტიპის გამოფენებში, ან ჩვენს უძრავი ქონების აგენტებს ან დეველოპერებს შორის, რადგან ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი იყოს გამოფენებზე. მიხარია, რომ ჩვენი დეველოპერები ამ კუთხით აქტიურობენ“,- ამბობს ნატო ბოჭორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები