ხვალ, 6 თებერვალს საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
bm.ge-ს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში.
bm.ge დაინტერესდა, როგორია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ აზერბაიჯანთან.
ვაჭრობა
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 0.3%-ით 214.3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. აქედან, ექსპორტი 95 მლნ აშშ დოლარი იყო, იმპორტი კი 119.2 მლნ აშშ დოლარი. შედეგად, წელს საქართველო სავაჭრო პარტნიორებს შორის მეხუთეა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - 21.7 მლნ აშშ დოლარი;
- ქაღალდის მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოს ტარა - 11.1 მლნ აშშ დოლარი;
- თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 9.9 მლნ აშშ დოლარი;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - 5.9 მლნ აშშ დოლარი;
- ბამბისგან დამზადებული საფეიქრო მასალები და საფეიქრო ბოჭკოები - 5.01 მლნ აშშ დოლარი.
2026 წლის იანვარ-თებერვალში TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 14.7 მლნ აშშ დოლარი;
- ცემენტი - 7.1 მლნ აშშ დოლარი;
- ელექტროენერგია - 4.9 მლნ აშშ დოლარი;
- სიგარები და სიგარეტები - 4.1 მლნ აშშ დოლარი;
- მსუბუქი ავტომობილები - 2.6 მლნ აშშ დოლარი.
FDI
დსთ-ს წევრი აზერბაიჯანიდან 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.6%-ით 143.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მაქსიმალური მაჩვენებელი 2015 წელს იყო 581.7 მლნ აშშ დოლარი.
იქამდე კი, ბოლო 5 წლის მაჩვენებლები ასეთი იყო:
- 2024 - 83.9 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 - 99.02 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 - 5.1 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 - 3.4 მლნ აშშ დოლარი;
- 2020 - პანდემიურ წელს FDI-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო, - 16.3 მლნ აშშ დოლარი.
ფულადი გზავნილები
მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო და მეზობელ ქვეყანაში 9.9 მლნ აშშ დოლარი გადარიცხა.
წლების მიხედვით კი, საქართველოში და საქართველოდან აზერბაიჯანთან ფინანსური ნაკადების სტატისტიკა ასეთია:
- 2025 წელი - 40.5 მლნ აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 43.7 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 46.7 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 55.2 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 85.1 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს საქართველოდან აზერბაიჯანში:
- 2025 წელი - 66 მლნ აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 48.4 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 36.9 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 25.1 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 20.8 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი
2025 წელს საქართველოს აზერბაიჯანის 292 149 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 33.2% ზრდაა. მაჩვენებლით აზერბაიჯანი მეხუთეა.
საქმე ის არის, რომ გასული თვის 18 მარტს აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა 2026 წლის ივლისამდე გადადო. ქვეყნის პრემიერის ალი ასადოვის ბრძანებით, Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ ამჯერად 2026 წლის ზაფხულამდე გადავადდება.
ცნობისთვის, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან მათ შორის, საქართველოსთან 2020 წლიდან აქვს ჩაკეტილი.
აღსანიშნავია, რომ სახმელეთო საზღვრის დაკეტვის მიუხედავად, ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საქართველოდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან კვლავ ნებადართულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში COVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა და აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოში საჰაერო გზით შემოდიან.




























