მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური მდგომარეობა?

სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება, რაც ეკონომიკის განვითარებასთან არის დაკავშირებული. იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არაერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ჰყავს, მათ შორის პირველ ადგილს კი კოლექტიური ევროკავშირი იკავებს, რომელსაც საერთო ბაზრის პრინციპი გამოარჩევს.

ევროპის ქვეყნების გარდა, საქართველოს აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც გეოგრაფიული სიახლოვით და სოციალური კავშირებით არის განპირობებული.

ამჯერად გთავაზობთ იმ სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალს და მათი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, რომელთაც მიმდინარე 2024 წელს საქართველოსთან ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვთ:


1. ევროკავშირი
სავაჭრო ბრუნვა: $4.1 მლრდ
მშპ: $19.4 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $43,350
მოსახლეობა: 450 მლნ

2. თურქეთი
სავაჭრო ბრუნვა: $2.6 მლრდ
მშპ: $1.3 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $15,666
მოსახლეობა: 87 მლნ


3. რუსეთი
სავაჭრო ბრუნვა: $2.1 მლრდ
მშპ: $2.2 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $14,953
მოსახლეობა: 145 მლნ

4. აშშ
სავაჭრო ბრუნვა: $1.7 მლრდ
მშპ: $29.2 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $86,601
მოსახლეობა: 345 მლნ

5. ჩინეთი
სავაჭრო ბრუნვა: $1.6 მლრდ
მშპ: $18.3 ტრლნ
მშპ ერთ სულზე: $12,969
მოსახლეობა: 1.4 მლრდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები