მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია თქვენი ოცნების სახლი? | Tower Group-ისა და Alpha Architecture-ს ერთობლივი პროექტი (რ)

Tower Group-ისა და Alpha Architecture-ს ერთობლივი პროექტი
14.11.24 11:17
580

Piazza Residence - ი Tower Group-ისა და Alpha Architecture-ის ერთობლივი პროექტია. ექსკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმის გამორჩეულ და ისტორიულ უბანში მდებარეობს.

Alpha Architecture-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი ემირიძე, თავისი ოცნების სახლის შესახებ გვიამბობს:

“ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეულია, რადგან მასზე მუშაობისას ვფიქრობდი, თუ როგორ სახლში მინდოდა მეცხოვრა. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივიდა - ქალაქის ისტორიულ ცენტრში ვქმნით მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც გამოირჩევა უნიკალური კონცეფციით.

პროექტში ხაზგასასმელია 13 მეტრიანი კოლონადების სისტემა, რომელშიც მოქცეულია ორსართულიანი, სრულად გამოთავისუფლებული საზოგადოებრივი სივრცე. ქალაქის შუაგულში ვქმნით მიზიდულობის ახალ ცენტრს, რომელიც არქიტექტურულ-ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, წარმოადგენს თანამედროვე და კლასიკური არქიტექტურის ჰარმონიულ შერწყმას.”



არქიტექტურულად დომინანტი, ბუნებრივი ქვით შეფუთული 13 მეტრიანი კოლონადების, ვინტაჟური ესთეტიკით შთაგონებული ექსტერიერისა და მინიმალისტური, თანამედროვე ინტერიერის ერთობლიობით, Piazza Residence კიდევ უფრო უნიკალური და შთამბეჭდავი ხდება.

პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა - კერძო პიაცა, ვენეციური სტილის წყლის შადრევნები, რესტორნები და ბარები, სავაჭრო ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, ქოვორქინგ სივრცეები და ბიზნეს ლაუნჯები.




Piazza Residence-ის შექმნისას ვიფიქრეთ ცხოვრების მაღალ სტანდარტებზე, რომელიც საცხოვრებელი აპარტამენტების მესაკუთრეების ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას განაპირობებს.

სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია კომპლექსის მცხოვრებლებისათვის, ყოველდღიურობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.

რესეფშენი, ვიდეო მონიტორინგი და 24/7 დაცვა, პარკინგი - ეს აუცილებელი კომპონენტებია, რომელიც თანამედროვე მაცხოვრებელს უპირობოდ ესაჭიროება.

რაც შეეხება საცხოვრებელ აპარტამებტებს, არჩევანი მრავალფეროვანია - პროექტში მყიდველს აქვს სრული თავისუფლება თავისი გემოვნების მიხედვით, ნებისმიერი კონფიგურაციით შექმნას მისთვის იდეალური საცხოვრებელი სივრცე.


საინტერესოა, რომ კომპლექსის ნაწილია ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. არსებული კულტურული ძეგლი უკვე 119 წლის არის, გვიანდელი მინაშენებისა და გადაკეთების შედეგად კი ძლიერ არის დაზიანებული.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ისტორიული ნაგებობის რესტავრაცია-რეაბილიტაციასა და შენარჩუნებაზე.

თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ თქვენი ოცნების სახლი ძველ ბათუმში, ქალაქის ყველაზე გამორჩეულ უბანში.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები