მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის “მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების” 2024 წლის ინდექსით საქართველო 119 ქვეყნიდან 45-ე ადგილს იკავებს და მაქსიმალური 7 ქულიდან მისი შეფასება 4.14-ია.
Travel & Tourism Development Index - 2022 წელს შეიქმნა - მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში იმ ფაქტორების და პოლიტიკის შეფასებაა, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.
2024 წლის ინდექსით კი ქვეყნები 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეფასდნენ. თავის მხრივ, ინდექსი 2024 წლის სამოგზაუროდ ყველაზე სასურველი ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს.
ამასთან ტურიზმის სექტორის დადებით ტენდენციებზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, კვარტალურ ჭრილში რეკორდული შემოსავლები მივიღეთ ტურიზმიდან. ეს იყო 808 მლნ დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით გადააჭარბა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტალის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“ - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
სტუმარი: ალექსანდრე გიორგიძე - გიდი;