მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია უწყებების ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მაჩვენებელი?

ბიუჯეტი

ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც დღეს დარგობრივ კომიტეტებში ფინანსთა მინისტრი მოადგილემ წარადგინა. დოკუმენტის მიხედვითაც, საკასო შესრულება 6 თვის გეგმური მაჩვენებლის 99.4%-ია, ხოლო წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის - 47.1%-ია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, 2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიდან მნიშვნელოვანია გადასახადების მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 539 633.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.3%. რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მონაცემებს, სამინისტროების მიხედვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულებაში გადაჭარბება აქვს, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისება კი 81.2% და 83.8%-ია. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბიუჯეტი 99.9%-ით შეასრულა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტი 71.4 მლნ ლარი იყო, საიდანაც 58.05 მლნ ლარი 81.2% აითვისა;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტი 325.3 მლნ ლარი იყო, საიდანაც 272.5 მლნ ლარი 83.8% აითვისა;

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტი 261.9 მლნ ლარი იყო, საიდანაც 243.4 მლნ ლარი 92.9% აითვისა;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1.2 მლრდ ლარი იყო, 6 თვეში დახარჯულმა თანხამ კი 1.4 მლრდ შეადგინა, რაც 8.3%-ით მეტია. შესრულებამ 118.3% შეადგინა;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის გამოყოფილი ბიუჯეტი 209.8 მლნ ლარი იყო, 6 თვეში ათვისებულმა თანხამ 203.9 მლნ 97.2% შეადგინა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო

უწყებამ 6 თვისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის სრულად, 99.9%-ით აითვისა. დამტკიცებული იყო 3 მლრდ 902 მლნ ლარი ხოლო ათვისებულია 3 მლრდ 900 მლნ ლარი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის გამოყოფილი ბიუჯეტი 106.4 მლნ ლარი იყო, ათვისებული ბიუჯეტი 99.3 მლნ ლარია. შესრულება 93.4%;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის გამოყოფილი ბიუჯეტი 830.1 მლნ ლარი იყო. ათვისებული თანხა 810.6 მლნ. შესრულება 97.6 მლნ;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის გამოყოფილი ბიუჯეტი 639.2 მლნ ლარი იყო. ათვისებული თანხა 631.6 მლნ. შესრულება 98.8%;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის გამოყოფილი ბიუჯეტი 330.4 მლნ ლარი იყო. ათვისებული თანხა 326.6 მლნ. შესრულება 98.8%;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სამინისტრომ 6 თვის დამტკიცებული ბიუჯეტი 1 მლრდ 188 მლნ ლარი იყო, საიდანაც უწყებამ 1 მლრდ 171 მლნ ლარი 98.6% აითვისა;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

სამინისტრომ 6 თვის დამტკიცებული ბიუჯეტი 2.8 მლნ ლარი იყო, საიდანაც 2.4 მლნ ლარი 85.9%-ია ათვისებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები