მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ზაფხულის სეზონი ლენტეხში? - კოტეჯი „მუაში“ ტურისტულ სეზონზე

მუაში

ლენტეხში მდებარე კოტეჯი, „მუაშის“ დამფუძნებელი, მარინა ბაკურაძე BM.GE-სთან ზაფხულის სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი კოტეჯი მიმდინარე სეზონზე ნაკლებად დატვირთულია.

კოტეჯი საკურორტო ზონაში, ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშთან, კურორტ მუაშში მდებარეობს. კურორტი რამდენიმე ძველ კოტეჯს აერთიანებს, რომელთაგან მხოლოდ ერთი კოტეჯია რეაბილიტირებული და შესაბამისად, მხოლოდ ის ფუნქციონირებს.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებლის ინფორმაციით, დანარჩენი კოტეჯების რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო მათ პროექტირებას გეგმავს, რაც სავარაუდოდ მომავალი წლისთვის დასრულებული უნდა იყოს.

„დაახლოებით 3 წელია, რაც ბაზარზე ეს ერთი კოტეჯი ოპერირებს. სახელმწიფოს მხრიდან იგეგმება, დანარჩენი კოტეჯების პროექტირება , რის შემდეგაც დარჩენილი კოტეჯების რეაბილიტაციაც უნდა განხორციელდეს. პროექტირების შემდეგ, უკვე დათვლილი იქნება ხარჯებიც და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ჩვენი სერვისიც გაუმჯობესდება. ამჟამად, საოჯახო ტიპის კოტეჯის სტატუსით ვამუშავებთ. მასში 8 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და მისი ღირებულება 150 ლარითაა განსაზღვრული. კოტეჯი სრულადაა საჭირო ატრიბუტებით დატვირთული.

რაც შეეხება დატვირთვას, კოტეჯი სეზონზე ნაკლებად დატვირთულია. სტუმრები ძირითადად ადგილობრივები არიან და ტურისტები ნაკლებად გვსტუმრობენ, რადგან უცხოურ საიტებზე არ ვმუშაობთ“,- აცხადებს ბაკურაძე bm.ge-სთან.

ობიექტის დამფუძნებლის ინფორმაციით, კოტეჯი მხოლოდ ზაფხულის სეზონზეა გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები