მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ჩანს, ხელისუფლებას დასჯის გზით აქვს გადაწყვეტილი მომიტინგეების გაჩუმება - Amnesty International

Amnesty International

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე დენის კრივოშევი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებას და დასჯას ცდილობს.

აღნიშნული დაკავებები ხაზს უსვამს რეპრესიების მწვავე ტენდენციებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შეუძლია საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით საპროტესტო აქციებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, ახალი ცვლილებები სცდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს. მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს უხერხულობა, ეს არ ამართლებს დარბევას ან დაპატიმრებას.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას დაშინებისა და დასჯის გზით გადაწყვეტილი აქვს მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დაკავებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზების გამო“, - აცხადებს კრივოშევი.

გასულ კვირაში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები