მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები, ვდგავართ ჩვენი გაბედული თანამოქალაქეების გვერდით" - Optio

Optio

კომპანია Optio ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები საქართველოს გაბედული თანამოქალაქეების გვერდით დგას.

მათი განცხადებით, თავისუფალი საქართველოს ადგილი ყოველთვის იყო, არის და იქნება მის ისტორიულ წიაღში - ევროპაში.

"დაარსების დღიდან Optio ყოველთვის იდგა თავისუფლების იდეაზე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ღირებული პროდუქტი, კომპანია და მოუტანონ ქვეყანას პოზიტიური ცვლილებები.

Optio წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორ ეხმარება დასავლეთი საქართველოს ცოდნით, გამოცდილებითა და კაპიტალით უკეთესი მომავლის შექმნაში. ამ მხარდაჭერის გარეშე Optio დარჩებოდა განუხორციელებელ იდეად, ვერ შევქმნიდით პროდუქტს, ვერ დავასაქმებდით არაჩვეულებრივ ადამიანებს და ჩვენს კლიენტებს ყოველდღიურ პროცესებს ვერ გავუმარტივებდით.

დღეს, როცა საქართველოს არაკონსტიტუციური და თვითგამოცხადებული ხელისუფლება სასტიკად უსწორდება უდანაშაულო ადამიანებს და ართმევს ქვეყანას მომავალს, ჩვენ როგორც კომპანია და როგორც ინდივიდები, ვდგავართ ჩვენი გაბედული თანამოქალაქეების გვერდით და ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რადგან თავისუფალი საქართველოს ადგილი ყოველთვის იყო, არის და იქნება მის ისტორიულ წიაღში - ევროპაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები