Global idea-ს და Financial-ის გამოკითხვების მიხედვით, “როიალ ჯორჯია” საქართველოში ორთოპედიული მატრასების მწარმოებელ ლიდერ კომპანიად დასახელდა. კომპანიამ საქმიანობის ადრეული წლებიდან ჯერ ქართული ბაზარი, რამდენიმე საბითუმო ქსელი აითვისა და შემდეგ მთელი რეგიონი დაფარა. მოგვიანებით წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში გავიდა.
„როიალ ჯორჯიას“ წარმოებული პროდუქციით უცხოეთში მცხოვრები საკმაოდ ბევრი ქართველი დაინტერესდა. სწორედ მათ შემოგვთავაზეს, რომ ქართული მატრასები სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გაგვეტანა. „როიალ ჯორჯიას“ წარმოებული პროდუქციის უპირატესობა ისაა, რომ სერტიფიცირებული ნედლეული გვაქვს, საბოლოო პროდუქტის შემოწმებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ვახდენთ. ამით ჩვენი მომხმარებელი 100%-ით დარწმუნებულია, რომ ზუსტად იმ მასალას ვთავაზობთ, რაზეც საუბარი გვაქვს“, - განაცხადა „როიალ ჯორჯიას“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა თეა მაისურაძემ.
“როიალ ჯორჯია” დღეს საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა სასტუმროს ქსელთან წარმატებით თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობით კომპანიაში წარმოებულმა მატრასებმა იმპორტირებული სეგმენტი სრულად ჩაანაცვლა. თეა მაისურაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ ქართული მატრასი უცხოეთიდან შემოტანილს ხარისხობრივად ერთი-ორად აღემატება, შესაბამისად, “როიალ ჯორჯიას” მატრასებზე მოთხოვნა მზარდია.