მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როჯერ ფედერერი კორონავირუსის გამო, დაზარალებულებს მილიონი ფრანკით დაეხმარება

5e7c6f755b49b
ნათია თაქთაქიშვილი
26.03.20 13:25
905
მსოფლიოში ცნობილმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე მირკა აპირებენ, ერთი მილიონი ფრანკი გაიღონ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულების მხარდასაჭერად.

"დადგა რთული დრო ყველასთვის და არავინ არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე. მე და მირკამ გადავწყვიტეთ, მილიონი შვეიცარიული ფრანკი შევწიროთ შვეიცარიის იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი წვლილი – ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, რომ სხვებიც შეუერთდებიან დიდი რაოდენობით გაჭირვებული ოჯახების დახმარებას. ერთად შევძლებთ ამ კრიზისის გადალახვას. იყავით ჯანმრთელნი", – დაწერა ფედერერმა თავის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ საჩოგბურთო ტურნირები ოფიციალურად 7 ივნისამდეა შეჩერებული.

26 მარტის მონაცმემებით, შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 10,897 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 153 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 131 ინფიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები