მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან აბრამოვიჩი ადასტურებს, რომ ის ყიდის „ჩელსის“

621fbf40a21d8
თამთა ჯიჯავაძე
02.03.22 22:55
967
რომან აბრამოვიჩი ადასტურებს, რომ ის ყიდის „ჩელსის“. ამასთან, როგორც BBC წერს, მილიარდერი რუსი ოლიგარქი პირობას დებს, რომ თანხას საქველმოქმედო ფონდს შესწირავს, რათა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულებს დაეხმაროს.

გავრცელებული ცნობით, აბრამოვიჩის ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის სანქციების საფრთხეს უკავშირდება.

„ამ ვითარებაში, მივიღე გადაწყვეტილება გავყიდო კლუბი, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის კლუბის, გულშემატკივრების, დასაქმებულების და ასევე სპონსორებისა და პარტნიორების ინტერესებში“, - განაცხადა აბრამოვიჩმა.

მისი თქმით, ის არ აპირებს მოითხოვოს ის 1,5 მილიარდი ფუნტი, რომელიც მან კლუბში ჩადო.

ცნობისთვის, ბრიტანეთის შრომის პარტიის ლიდერმა მთავრობას მოუწოდა 55 წლის აბრამოვიჩისთვის სანქციების დაწესებისკენ, ვინაიდან მისი თქმით, აბრამოვიჩს კავშირები აქვს რუსეთის სახელმწიფოსთან. თუმცა აბრამოვიჩი უარყოფს მჭიდრო ფინანსურ კავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და კრემლთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები