მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

63ef983e7c0e6
თელარა გელანტია
17.02.23 19:05
948
რომან გოცირიძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ ის facebook-ის პირად გვერდზე წერს.

"მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო "ნაციონალური მოძრაობა". ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.

მინდა, წარმატებები ვუსურვო "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველა მის მხარდამჭერს.

მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის", - წერს დეპუტატი.