მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული მცხეთა“ – რომან გოცირიძე პუტინის 3 ვერაგული გზის შესახებ

6467cc3d918e5
ელენე კვანჭილაშვილი
19.05.23 23:20
1098
პუტინს ხომ საქართველოსთვის კარგი არ უნდა, მაშინ რატომ აღადგინა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან თუკი წინათ იგივე ქმედებებს საქართველოს დასჯად განიხილავდა? – რომან გოცირიძემ ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–ში 3 მთავარი მიზეზი დაასახელა.

ოპოზიციონერი პარლამენტარის თქმით, პირველ რიგში, პუტინმა ასე საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა. მეორე მიზეზი, რომან გოცირიძის ანალიზით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენებაა. „მაგრამ არსებობს მესამე გზა – ვერაგული გზა“ – ამბობს რომან გოცირიძე „ანალიტიკას“ პირდაპირ ეთერში.

მისი დაკვირვებით, როდესაც რუსეთის 1.2 მილიონი მოქალაქე, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებსაც რუსეთის ჯარში გაწვევა უწევდათ, რუსეთიდან ძირითადად იმ ქვეყნებში გავიდნენ, სადაც რუსეთს პირდაპირი საზღვარი ჰქონდა – საქართველო, სომხეთი, თურქეთი, მონღოლეთი, ყაზახეთი, სერბეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი – რუსეთმა საზღვარი არც კი ჩაკეტა.

„მიუხედავად რამდენიმე განცხადებისა და აღშფოთებისა, რომ ეს ახალგაზრდები არიან დეზერტირები, რუსეთს მეტი არაფერი გაუკეთებია – ამბობს რომან გოცირიძე – რუსეთს და მათ შორის, პუტინს ურჩევნია, რომ ქვეყნებში შეიქმნას მძლავრი სოციალური კერები, მძლავრი დიასპორა, რუსული კოლონია და შემდეგ, ოჯახებს შორის ურთიერთობები და კავშირები გამარტივდეს. დღეს საქართველოში რუსეთის 120 ათასი მოქალაქეა. ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა იყიდეს 10 ათასი ბინა – ეს ნიშნავს, რომ ერთი მცხეთა – რუსული მცხეთა, რომლის მოსახლეობაც 8 ათასი ადამიანია – გაჩნდა საქართველოში. ამას ჯერ–ჯერობით ვერ ვგრძნობთ, ვინაიდან არიან მიმოფანტულები, მაგრამ იმ 120 ათასიდან ნახევარიც რომ დარჩეს წარმოგიდგენიათ, რა უზარმაზარი მასაა?!“

რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერების გზით იღებს სპეციფიკურია, დასაქმების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება და მასზე გრძელვადიანი გათვლების დაფუძნება შეცდომაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები