მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიური “რომას” პრიორიტეტი თავდამსხმელის დამატებაა და ადგილობრივი გამოცემა Corriere Dello Sport-ი რომაელების ფავორიტად გიორგი მიქაუტაძეს ასახელებს.
“რომა” პირველ რიგში იუსუფ ენ ნესირის გადაბირებით ინტერესდებოდა, მაგრამ მისი შეძენისთვის ფავორიტი ისტამბულის “ფენერბაჰჩეა”, რომელიც მზადაა იტალიელებზე გაცილებით სარფიანი წინადადება შესთავაზოს მაროკოელ ფორვარდს.
ახლა კლუბის მთავარი მიზანი მიქაუტაძის დამატებაა და ქართველის ამჟამინდელ კლუბ “მეცს” სულ მალე წინადადებითაც მიმართავს. დამაბრკოლებელ ფაქტორად შესაძლოა სატრანსფერო ფასი ჩაითვალოს, რადგან ფრანგების მხრიდან ძვირი ღირებულების შეთავაზების შემთხვევაში იტალიელები მოლაპარაკებებს შეწყვეტენ.
ცნობისთვის, “რომას” ამჟამინდელი ფორვარდი ტამი აბრაჰამი დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს, რადგან მისი გადაბირებით ინგლისური პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. აქედან გამომდინარე, იტალიელების პრიორიტეტი ქართველი ფორვარდის დამატება გახდა.