მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ბანკებში არის ყველაზე მეტი ოქრო უზრუნველყოფაში ჩადებული?

ოქრო

2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქართულ ბანკებში კრედიტების უზრუნველყოფის სახით სულ 490 მილიონი ლაქის ოქრო და ოქროს ნაკეთობები არის ჩადებული.

ეს რაოდენობრივად უფრო ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის მიკროსაფინანსო დაწესებულებებში ჩაბარებული ოქროს და ოქროს ნაკეთობების ღირებულება, რაც 2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით 1.05 მილიარდ ლარს შეადგენს. მისოებს შორის სალომბარდე კრედიტებით პირველ ადგილზეა რიკო ექსპრესი, რომლის 668 მილიონი ლარის სასესხო პორტფელის უდიდესი ნაწილი სალომბარდე კრედიტებზე მოდის.

რაც შეეხება კომერციული ბანკების მაჩვენებლებს, სებ-ისთის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, სესხის უზრუნველყოფის სახით ყველაზე მეტი 165.2 მილიონი ლარის ოქროს ნაკეთობები არის ჩადებული თიბისიში, თითქმის ამდენივე, 163.9 მილიონი ლარი არის უზრუნველყოფის სახით ჩადებული საქართველოს ბანკში.

ამასთან, კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების სახით მხოლოდ 4 ბანკი გასცემს ოქროს უზრუნველყოფით კრედიტებს:

  • თიბისი ბანკი - 165.2 მილიონი ლარი;
  • საქართველოს ბანკი - 163.9 მილიონი ლარი;
  • ლიბერთი ბანკი - 138.7 მილიონი ლარი;
  • ტერაბანკი - 22.6 მილიონი ლარი.

შესაბამისად, როგორც ბანკებში ასევე მისოებში, 2025 წლის მდგომარეობით კრედიტების უზრუნველყოფის სახით 1.5 მილიარდ ლარზე მეტი ოქროს ნაკეთობები აქვთ ჩადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები