მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ევროპულ ქალაქებს აქვს ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

64550ecd55fed
სალომე ხიდურელი
05.05.23 18:44
5180
ორგანიზაცია Greenpeace-მა ახალ ანგარიშში ევროპის 30 ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა შეაფასა. შედეგებს Euronews აქვეყნებს.

კამპანიამ ევროპული ქვეყნები და მათი დედაქალაქები 100 ქულიანი სისტემითა და 4 კრიტერიუმით შეაფასა: ბილეთების შეძენის  სიმარტივე, გრძელვადიანი ბილეთების ხელმისაწვდომობა, შეღავათები სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის და საკომისიო გადასახადები.

ლუქსემბურგი, მალტა, ავსტრია, გერმანია, კვიპროსი და ესპანეთი - ამ ქვეყნებმა ყველაზე მაღალი ქულები მარტივად გამოსაყენებელი ბილეთებისა და შეღავათების კატეგორიაში მოიპოვეს. ქალაქების ჩამონათვალში კი პირველი სამი ადგილი ტალინმა, ლუქსემბურგმა და ვალეტამ დაიკავეს.

ქვეყნების ჩამონათვალის ბოლოში საბერძნეთი და ხორვატია მოექცნენ, ბულგარეთმა კი ვერც ერთ კატეგორიაში ქულის მოპოვება ვერ შეძლო. ქალაქებს შორის ყველაზე ძვირი და არაადაპტირებული ტრანსპორტი ამსტერდამში, ლონდონსა და დუბლინშია - ნათქვამია ანგარიშში.

რომელ ევროპულ ქალაქებში ჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე იაფი და ძვირი?

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთთვიანი ან ერთწლიანი ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი პრაღაში, ბრატისლავაში, რომსა და ვენაშია, სადაც დღიური მგზავრობა, დაახლოებით, €0.85 ჯდება.

ამავე კატეგორიაში ხვდება მადრიდიც, თუმცა მხოლოდ დროებით, რადგან ქალაქში ერთთვიანი ბილეთის ღირებულება 2023 წლის 30 ივნისამდე 60%-იანი ფასდაკლებით იყიდება. გარდა ამისა, ესპანეთმა მიმდინარე წლის ბოლომდე რეგიონული და სამგზავრო მატარებლები მგზავრებისათვის უფასო გახადა, ერთადერთი შეზღუდვა დღის განმავლობაში ტრანსპორტით 4-ჯერ სარგებლობის საშუალებაა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ყველაზე ძვირადღირებული ევროპული ქალაქები ლონდონი, დუბლინი, პარიზი და ამსტერდამი არიან, სადაც დღიური ბილეთის ფასი €2.25-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები