მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ მიმართულებებს ირჩევენ ქართველები საშობაო არდადეგებზე? – OK Travel-ის პასუხი

პრაღა

ტურისტული კომპანია OK Travel-ის ოპერატორი ბაია გიგაური აცხადებს, რომ საშობაოდ ქართველ მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული კვლავ ევროპული მიმართულებებია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გიგაურის განმარტებით, ვენა, პრაღა და ბუდაპეშტი დეკემბერში განსაკუთრებით მოთხოვნადია, რაც ევროპაში მოქმედი საშობაო ბაზრობებითა და სეზონური აქტივობებით არის განპირობებული.

“დეკემბერში, საშობაო სოფლებიდან გამომდინარე, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ვენა, პრაღა და ბუდაპეშტია. თუმცა, მომხმარებლების გარკვეული ნაწილი თბილ ქვეყნებზე აკეთებს არჩევანს - ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დუბაი, შარმ ელ-შეიხი და დოჰა“, – ამბობს გიგაური.

მისი თქმით, წელს მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით მცირედით შემცირებულია, თუმცა პროცენტული მაჩვენებელი ჯერჯერობით ვერ სახელდება. ის დასძენს, რომ მოთხოვნის კლება განსაკუთრებით იმ პერიოდში შეინიშნებოდა, როდესაც ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვის შესახებ განაცხადა.

ბაია გიგაური ასევე აღნიშნავს, რომ შემცირებული მოთხოვნის პარალელურად, გაზრდილია ტურისტული პაკეტების ფასები, დაახლოებით 15%-ით. მისი თქმით, ფასი ყოველწლიურად მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.

“პოპულარულ ევროპულ მიმართულებებზე ტურისტული პაკეტების ღირებულება საშუალოდ 1000–1300 ლარის ფარგლებში მერყეობს”, - აღნიშნა მან.

OK Travel-ში აცხადებენ, რომ კომპანიის სამომავლო გეგმები დამოკიდებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სტაბილურ გარემოზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები