მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საკითხებზე იმუშავეს წელს "ოცნების" კულტურის კომიტეტი?

კულტურის კომიტეტი

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კულტურის კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კომიტეტის სხდომაზე, თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა:

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და საკანონმდებლო საქმიანობის კოორდინირება;
  • კომიტეტისა და მისი წევრების მიერ კანონპროექტების ინიციირება;
  • მთავრობის მიერ კულტურის სფეროში წარმოდგენილ კანონპროექტებზე მუშაობა;
  • საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა;
  • კანონის აღსრულების, ასევე დარგობრივი მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო ორგანიზაციების მუშაობის გასაუმჯობესებლად კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • ეროვნული კანონმდებლობის აღსრულებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების ეფექტიანი მონიტორინგი;
  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების შესახებ ნაკისრი ვალდებულებებით განსაზღვრულ აქტივობათა შესრულების ზედამხედველობა;
  • ეფექტიანი ფინანსური ზედამხედველობის განხორციელება;

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციითვე 2025 წლის პრიორიტეტულ საკითხები იქნება:

  • საკომიტეტო მოკვლევებისა და მოსმენების ჩატარება;
  • კომიტეტის საქმიანობისა და დარგობრივი მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ კომუნიკაციის კიდევ უფრო გაუმჯობესება;
  • დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების გაზრდის მიზნით კომუნიკაციების გააქტიურება;
  • კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
  • ღია მმართველობის პრინციპების დაცვა, არასამთავრობო სამეცნიერო-აკადემიური, კერძო სექტორის, დარგობრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან დროული კომუნიკაცია და საკომიტეტო საქმიანობაში მათი ჩართულობის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა;
  • საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებთან, მეცნიერებთან, ხელოვანებთან კომუნიკაცია და მათი ჩართვა კომიტეტის მიერ განხორციელებულ შესაბამის პროექტებში;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან აქტიური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება;
  • კომიტეტის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
  • კომიტეტის შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება მისი მანდატით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის;
  • კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება, გარე ექსპერტული დახმარების ეფექტიანი გამოყენება.

„კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კოორდინირებული მუშაობა იქნება, ასევე სამინისტროსთან თანამშრომლობა ყველა იმ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, რომელიც კულტურის სხვადასხვა დარგს აწუხებს და შესაბამისი პრობლემების გადაჭრისთვის იქნება საჭირო“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები