მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე დაბინძურებული? - რეიტინგი

ჰაერის დაბინძურება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 99% სუნთქავს ჰაერს, რომლის ხარისხიც ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მინიმალურ ლიმიტს სცდება.

Visual Capitalist-მა ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების რეიტინგი IQAir-ის „მსოფლიო ჰაერის ხარისხის ანგარიშის“ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, რომელიც ჰაერში PM2.5-ის საშუალო წლიურ კონცენტრაციას ითვლის.

"ჯანმო"-ს სტანდარტებით, ჰაერის ხარისხის საზომი მთავარი ინდიკატორი ჰაერში PM2.5-ის კონცენტრაციის საშუალო მაჩვენებელია, რომელთა დიამეტრიც 2.5 მიკრონს არ აღემატება - ეს იმდენად პატარა ზომაა, რომ აღნიშნულ ნაწილაკებს, ჩასუნთქვასთან ერთად, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში მოხვედრაც შეუძლიათ.

PM2.5-ის საშუალო წლიური კონცენტრაციით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ქალაქებშია:

ლაჰორი, პაკისტანი – 97.4
ჰოტანი, ჩინეთი – 94.3
ბჰივადი, ინდოეთი – 92.7
დელი, ინდოეთი – 92.6
ფეშავარი, პაკისტანი – 91.8
დარბჰანგა, ინდოეთი – 90.3
ასოპური, ინდოეთი – 90.2
ნჯამენა, ჩადი – 89.7
ნიუ-დელი, ინდოეთი – 89.1
პატნა, ინდოეთი – 88.9
ღაზიაბადი, ინდოეთი – 88.6
დარუჰერა, ინდოეთი – 87.8
ბაღდადი, ერაყი – 86.7
ჩაპრა, ინდოეთი – 85.9
მუზაფარნაგარი, ინდოეთი – 85.5
ფაისალაბადი, პაკისტანი – 84.5
დიდი ნოიდა, ინდოეთი – 83.2
ბაჰადურგარჰი, ინდოეთი – 82.2
ფარიდაბადი, ინდოეთი – 79.7
მუზაფარპური, ინდოეთი – 79.2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები