2022 წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთში 473 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, საქართველომ რუსეთში არაერთი დასახელების საქონლის ექსპორტი გაზარდა. მათ შორისაა ღვინო, მსუბუქი ავტომობილები და სპირტიანი სასმელები. კერძოდ, ღვინის ექსპორტმა $109 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა 15%), ხოლო ავტოექსპორტი 40.6 მილიონი იყო (ზრდა 65%). სანაცვლოდ 31%-ით შემცირებულია მინერალური წყლების ექსპორტი და ის 36 მილიონ დოლარს შეადგენს.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელმა კომპანიებმა გაიტანეს საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტი საქონელი. უწყებიდან მიღებულ პასუხში შედის 10 კომპანია, რომლების რუსულ ბაზარზე ექსპორტით არიან დაკავებული, თუმცა თავად საქსტატის განმარტებით სიაში შემავალი კომპანიები რიგითობით არ არიან დალაგებული. სიაში შემავალი კომპანიების უმეტესობა ალკოჰოლური სასმელების წარმოებით არიან დაკავებული.
რუსეთში უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების სია:
შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა; სს ლომისი; შპს Bolero & Company; შპს GVMT Group; შპს ასკანელი ძმები; შპს დემე; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია; შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი.
სიაში შემავალი კომპანიები რიგითობის მიხედვით არ არიან დალაგებული.




























