მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს აქვთ საგადასახდელო ბალანსის ყველაზე დიდი პროფიციტი და დეფიციტი

მაკაო

რა არის საგადასახდელო ბალანსი

საგადასახდელო ბალანსი არის მაკროეკონომიკური სტატისტიკური ანგარიში, რომელიც სისტემური სახით ასახავს, დროის განსაზღვრულ პერიოდში, მოცემულ ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ტრანზაქციებს. ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ბალანსი არის დადებითი, ხოლო ზოგიერთი ქვეყნისთვის ბალანსი არის უარყოფითი. მთლიანობაში ეს არის საქონლისა და მომსახურების გაცვლა ეკონომიკებს შორის, ასევე მათ შორის განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს, ვალის აღება/გაცემა და სხვა.

საქართველოს ეკონომიკას ყოველწლიურად აქვს საგადასახადელო ბალანსის დეფიციტი, რისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის უარყოფითი სავაჭრო ბალანსით, რადგანაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, ხოლო მომსახურების ექსპორტი (მათ შორის ტურიზმიც) აღნიშნულ დეფიციტს ვერ აჭარბებს, თუმცა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პანდემიური კრიზისის შემდგომ მცირდება და 2024 წლისთვის სავალუტო ფონდის შეფასებით თანხობრივად 1.9 მილიარდი დოლარი, ანუ მშპ-ის 5.8% იქნება.

საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი/პროფიციტი როგორც წესი ქვეყნის მშპ-ისთან მიმართებით ითვლება. მაგალითად, თანხობრივად ეს დეფიციტი ყველაზე დიდია აშშ-ისთვის და 733 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ეს თანხა აშშ-ის მშპ-ის მხოლოდ 2.5%-ია. პროცენტულად კი მშპ-სთან მიმართებით დეფიციტი ყველაზე მაღალი აღმოსავლეთ ტიმორშია, და ის მშპ-ის 42%-ს შეადგენს, თანხობრივად ამ ქვეყნის დეფიციტი მხოლოდ 1 მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება პროფიციტს, თანხობრივად ყველაზე დიდი პროფიციტი აქვს გერმანიის ეკონომიკას, რაც IMF-ის შეფასებით, წელს 322 მილიარდი დოლარი იქნება, რაც გერმანიის მშპ-ის 7%-ს შეადგენს. ხოლო მშპ-სთან მიმართებით, ყველაზე დიდი პროფიციტი ჩინეთის შემადგენლობაში არსებულ ავტონომიურ ერთეულ მაკაოს აქვს, რომელიც მსოფლიოში აზარტული თამაშების ყველაზე დიდი ცენტრია. მაკაოს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მშპ-ის 32.5%, ანუ 18 მილიარდი დოლარია.

მსოფლიოს ქვეყნები საგადასახდელო ბალანსის პროფიციტი/დეფიციტის მიხედვით - IMF 2024 წლისთვის:

ქვეყანა/ტერიტორია

საგადასახდელო ბალანსის პროფიციტი/დეფიციტი 2024 წელს

მილიარდობით დოლარში

მაკაო 32.5% $18
ქუვეითი 30.1% $48
გაიანა 22.9% $5
ლიბია 20.4% $10
ნორვეგია 19.5% $103
ბრუნეი 18.6% $3
სინგაპური 18.0% $95
ანდორა 17.5% $1
კატარი 15.6% $38
ჩინეთის ტაივანის პროვინცია 13.9% $112
პაპუა-ახალი გვინეა 12.2% $4
ირლანდია 10.4% $59
დანია 9.9% $41
კირიბატი 9.7% $0
ნიდერლანდები 9.1% $104
ჰონკონგის SAR 8.8% $36
აზერბაიჯანი 8.5% $7
შვეიცარია 8.2% $77
არაბთა გაერთიანებული საამიროები 7.8% $41
ლუქსემბურგი 7.4% $7
გერმანია 7.0% $322
ბაჰრეინი 6.9% $3
არუბა 6.5% $0
მარშალის კუნძულები 6.2% $0
შვედეთი 6.0% $37
ტრინიდადი და ტობაგო 5.7% $2
ისრაელი 5.6% $30
ჯიბუტი 5.1% $0
ნაურუ 4.9% $0
ანგოლა 4.9% $4
ვენესუელა 4.7% $5
თურქმენეთი 4.1% $3
გაბონი 4.0% $1
სამხრეთ სუდანი 3.9% $0
ზამბია 3.7% $1
ირანის ისლამური რესპუბლიკა 3.6% $17
იაპონია 3.5% $143
ნიკარაგუა 3.1% $1
სან-მარინო 2.9% $0
კორეა 2.9% $50
ომანი 2.7% $3
რუსეთი 2.7% $56
სლოვენია 2.7% $2
კონგოს რესპუბლიკა 2.5% $0
ესპანეთი 2.5% $42
მალტა 2.5% $1
გვატემალა 2.4% $3
მალაიზია 2.4% $11
ვიეტნამი 2.3% $11
სურინამი 2.1% $0
ესვატინი 2.1% $0
ავსტრია 2.1% $11
ლაოსი P.D.R. 1.7% $0
ტაილანდი 1.7% $9
პორტუგალია 1.6% $5
ნეპალი 1.5% $1
ხორვატია 1.5% $1
ჩინეთი 1.3% $236
ლიტვა 1.3% $1
ისლანდია 1.0% $0
ეკვადორი 0.9% $1
არგენტინა 0.9% $5
იტალია 0.8% $18
მიკრონეზია 0.8% $0
პოლონეთი 0.7% $6
პარაგვაი 0.6% $0
ნიგერია 0.6% $1
ჩეხეთის რესპუბლიკა 0.6% $2
ავსტრალია 0.5% $9
საუდის არაბეთი 0.5% $5
კანადა 0.3% $7
იამაიკა 0.3% $0
ზიმბაბვე 0.2% $0
ალჟირი 0.1% $0
უნგრეთი -0.2% $0
ბულგარეთი -0.3% $0
ბელორუსია -0.5% $0
ბელგია -0.5% -$3
საფრანგეთი -0.6% -$18
ფინეთი -0.6% -$2
მექსიკა -0.8% -$15
ჰაიტი -0.8% $0
ბანგლადეში -0.8% -$4
ჩრდილოეთ მაკედონია -0.8% $0
ინდონეზია -0.9% -$13
ლესოტო -1.1% $0
პერუს -1.1% -$3
ბოტსვანა -1.2% $0
ტუვალუ -1.2% $0
ბრაზილია -1.4% -$32
ინდოეთი -1.4% -$55
სამხრეთ აფრიკა -1.8% -$7
განა -1.9% -$1
პანამა -2.1% -$2
სამოა -2.1% $0
კოსტა რიკა -2.1% -$2
ბელიზი -2.1% $0
ტაჯიკეთი -2.1% $0
ფილიპინები -2.2% -$10
ჩადი -2.3% $0
შეერთებული შტატები -2.5% -$733
ეთიოპია -2.6% -$5
ელ სალვადორი -2.6% -$1
გაერთიანებული სამეფო -2.6% -$91
მაროკო -2.6% -$4
ეკვატორული გვინეა -2.7% $0
თურქეთი -2.8% -$31
კამერუნი -2.8% -$1
სიერა ლეონე -2.8% $0
სომხეთი -2.8% -$1
კოლუმბია -3.0% -$12
ესტონეთი -3.4% -$1
კამბოჯა -3.5% -$2
ტუნისი -3.5% -$2
ერაყი -3.6% -$10
ურუგვაი -3.6% -$3
დომინიკის რესპუბლიკა -3.7% -$5
ალბანეთი -3.8% -$1
ლატვია -3.8% -$2
კოტ დ'ივუარი -3.8% -$3
ტოგო -3.9% $0
სერბეთი -3.9% -$3
ჩილე -3.9% -$13
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა -4.1% -$3
ტანზანია -4.2% -$3
ვანუატუ -4.3% $0
ჰონდურასი -4.3% -$2
კენია -4.3% -$5
სლოვაკეთის რესპუბლიკა -4.4% -$6
გამბია -4.4% $0
ბოსნია და ჰერცეგოვინა -4.5% -$1
ყაზახეთი -4.5% -$13
სოლომონის კუნძულები -4.7% $0
მადაგასკარი -4.8% -$1
უზბეკეთი -4.9% -$5
ბენინი -5.0% -$1
ნიგერი -5.1% -$1
მალი -5.1% -$1
მავრიკი -5.3% -$1
წმინდა ლუსია -5.5% $0
გვინეა-ბისაუ -5.6% $0
ბოლივია -5.7% -$3
ბურკინა ფასო -5.7% -$1
უკრაინა -5.7% -$11
კომორის კუნძულები -5.8% $0
საქართველო -5.8% -$2
ახალი ზელანდია -6.0% -$16
კაბო ვერდე -6.1% $0
ეგვიპტე -6.3% -$22
მიანმარი -6.3% -$4
ფიჯი -6.3% $0
იორდანია -6.3% -$3
სენტ კიტსი და ნევისი -6.5% $0
საბერძნეთი -6.5% -$16
ბაჰამის კუნძულები -6.7% -$1
კოსოვო -6.9% -$1
სუდანი -6.9% -$2
ბარბადოსი -7.0% $0
რუმინეთი -7.1% -$26
მალავი -7.1% -$1
ნამიბია -7.2% -$1
უგანდა -7.3% -$4
ტონგა -7.3% $0
მონღოლეთი -7.5% -$2
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა -7.7% $0
სეიშელის კუნძულები -8.4% $0
კვიპროსი -8.6% -$3
სომალი -8.7% -$1
სენეგალი -8.9% -$3
სან ტომე და პრინსიპი -9.2% $0
ყირგიზეთის რესპუბლიკა -9.5% -$1
გვინეა -10.6% -$3
ანტიგუა და ბარბუდა -11.1% $0
მოლდოვა -11.5% -$2
მავრიტანია -11.7% -$1
რუანდა -12.1% -$2
ბუტანი -12.3% $0
მონტენეგრო -12.4% -$1
სენტ ვინსენტი და გრენადინები -16.8% $0
გრენადა -17.0% $0
ბურუნდი -17.3% -$1
მალდივები -19.4% -$1
დომინიკა -20.1% $0
იემენი -23.7% -$4
ლიბერია -24.8% -$1
პალაუ -26.4% $0
მოზამბიკი -38.7% -$9
აღმოსავლეთ ტიმორი -42.0% -$1

რა შედეგები აქვს საქართველოს

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების არცერთ წელს არ ჰქონია პროფიციტული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ხოლო საშუალო დეფიციტი გასული 30 წლის განმავლობაში 10.1 პროცენტი იყო. 2019 წელს დეფიციტი 5.8%-ს შეადგენდა, 2020 წელს კი პანდემიური კრიზისის დროს დეფიციტი 12.3%-მდე გაიზარდა, 2021 წელს ის 10.2%-მდე შემცირდა, 2022-ში პანდემიური კრიზისის დასრულებასთან ერთად დეფიციტი მშპ-ის 4.5%-მდე შემცირდა, 2023-ში კი მან ისტორიულ მინიმუმს 4.3%-ს მიაღწია. 2024 წლისთვის სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5.8% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები