მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი და დაბალი საკრედიტო რეიტინგი და სად არის საქართველო

S&P

ნებისმიერი სესხის საკრედიტო რისკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს ქვეყნის რისკი წარმოადგენს. ქვეყნის სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს იმ რისკ-პრემიას, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები ადგილობრივ ეკონომიკას აკისრებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებას და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში საკრედიტო რესურსის გაძვირებას იწვევს.

კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთა რეიტინგის, მათ მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ხარისხის განსაზღვრა გაცილებით უფრო კომპლექსურ მოდელირებას ეფუძნება. ქვეყნები ინსტიტუციური მდგრადობის, საშინაო თუ საგარეო რისკების მიმართ მოწყვლადობისა და მომავალში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივის მიხედვით ფასდებიან. რეიტინგს კი, მიუკერძოებელი საერთაშორისო კომპანიები: Standard & Poor’s-ი, Fitch-ი და Moody’s-ი აფასებენ.

2019 წელს Fitch-მაც და S&P-მაც საქართველოს რეიტინგი ერთი საფეხურით - “BB” მდე გაუზარდეს. იქამდე, მთელი რვა წლის განმავლობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი “BB მინუსს” შეადგენდა. ამ ზრდის მიუხედავად, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი კვლავ “არასაინვესტიციო ხარისხის” რეიტინგია. ყველაზე დაბალი დონის საინვესტიციო ხარისხის რეიტინგის - “BBB მინუსის” შეფასების მიღებისგან საქართველოს ორი ნაბიჯი აშორებს, ხოლო საუკეთესო “AAA” შეფასებას საქართველო მთელი თერთმეტი საფეხურით ჩამოუვარდება.

S&P და Fitch-ი საქართველოს რეიტინგს "BB" დონეზე ამჟამადაც ინარჩუნებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ რეიტინგის გაუარესებაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეუძლია გავლენის მოხდენა. ორივე სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება საქართველოს მიმართ მათ ეკონომიკურ მოლოდინებს გააუმჯობესებს.

S&P Global-ის სკალაზე BB რეტინგი საქართველოს გარდა აქვს კოტ დიუვარს, ბრაზილიას, ალბანეთს, კოლუმბიასა და დომინიკის რესპუბლიკას. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს - საქართელოზე ერთი საფეხურით მაღალი "BB+" შეფასება აქვს აზერბაიჯანს, სომხეთის შეფასებაა საქართველოზე ერთი საფეხურით დაბალი "BB-", ანალოგიური რეიტინგი აქვს მინიჭებული თურქეთს სადაც უკვე არაერთი წელია მაღალი ინფლაცია ეკონომიკის უმთავრესი პრობლემაა, ხოლო რუსეთის საკრედიტო რეიტინგია NR რაც S&P-იმ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განსაზრა, რაც რეიტინგის არარსებობას ნიშნავს.

ყველაზე მაღალი - “AAA” ქულა 2025 წლის მდგომარეობით, 11 ქვეყანას აქვს მინიჭებული, მათ შორისაა აშშ, ნიდერლანდები, გერმანია, შვედეთი და სხვა ქვეყნები. წელს ყველაზე დაბალი შეფასება - “D” პუერტო რიკოს აქვს, რაც დეფოლტს ნიშნავს.

# ქვეყანა S&P Global-ის შეფასება
1 შვეიცარია AAA
2 სინგაპური AAA
3 ლუქსემბურგი AAA
4 ნიდერლანდები AAA
5 დანია AAA
6 გერმანია AAA
7 ავსტრალია AAA
8 კანადა AAA
9 ლიხტენშტეინი AAA
10 ნორვეგია AAA
11 შვედეთი AAA
12 ევროკავშირი AA+
13 ამერიკის შეერთებული შტატები AA+
14 ავსტრია AA+
15 ფინეთი AA+
16 ახალი ზელანდია AA+
17 ტაივანი AA+
18 ჰონგ-კონგი AA+
19 არაბთა გაერთიანებული საამიროები AA
20 ირლანდია AA
21 კატარი AA
22 ბელგია AA
23 გაერთიანებული სამეფო AA
24 სამხრეთ კორეა AA
25 სლოვენია AA
26 საფრანგეთი AA-
27 ჩეხეთის რესპუბლიკა AA-
28 ქუვეითი A+
29 საუდის არაბეთი A+
30 ჩინეთი A+
31 ბერმუდის კუნძულები A+
32 იაპონია A+
33 ისლანდია A+
34 სლოვაკეთი A+
35 ლიეტუვა A
36 ჩილე A
37 ისრაელი A
38 ლატვია A
39 პორტუგალია A
40 ესპანეთი A
41 მალტა A-
42 პოლონეთი A-
43 ხორვატია A-
44 ანდორა A-
45 მალაიზია A-
46 კვიპროსი A-
47 ბოტსვანა BBB+
48 ტაილანდი BBB+
49 იტალია BBB+
50 ბულგარეთი BBB+
51 ფილიპინები BBB+
52 ურუგვაი BBB+
53 არუბა BBB+
54 ინდონეზია BBB
55 მექსიკა BBB
56 საბერძნეთი BBB
57 პერუ BBB-
58 უნგრეთი BBB-
59 ყაზახეთი BBB-
60 ინდოეთი BBB-
61 ტრინიდადი და ტობაგო BBB-
62 მავრიკი BBB-
63 მონტსერატი BBB-
64 რუმინეთი BBB-
65 პანამა BBB-
66 სან-მარინო BBB-
67 ომანი BBB-
68 სერბეთი BBB- (ეს არის მინიმალური საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი, BBB-ზე დაბლა ყველა რეიტინგი არასაინვესტიციო კატეგორიას განეკუთვნება)
69 აზერბაიჯანი BB+
70 პარაგვაი BB+
71 მაროკო BB+
72 გვატემალა BB+
73 ვიეტნამი BB+
74 კოლუმბია BB
75 ბრაზილია BB
76 საქართველო BB
77 დომინიკის რესპუბლიკა BB
78 კოტ დ'იუვარი BB
79 ალბანეთი BB
80 კოსტა რიკა BB-
81 სამხრეთ აფრიკა BB-
82 მაკედონია BB-
83 უზბეკეთი BB-
84 სომხეთი BB-
85 იამაიკა BB-
86 ჟორდანია BB-
87 ჰონდურასი BB-
88 ბენინი BB-
89 თურქეთი BB-
90 ბაჰამის კუნძულები B+
91 ბანგლადეში B+
92 ფიჯი B+
93 მონტენეგრო B+
94 ბაჰრეინი B+
95 რუანდა B+
96 მონღოლეთი B+
97 ბოსნია და ჰერცეგოვინა B+
98 ყირგიზეთი B+
99 ნიკარაგუა B+
100 ტოგო B+
101 კაბო ვერდე B
102 ტაჯიკეთი B
103 ბარბადოსი B
104 პაპუა-ახალი გვინეა B-
105 სენეგალი B-
106 უგანდა B-
107 ანგოლა B-
108 ჩადი B-
109 ეგვიპტე B-
110 მადაგასკარი B-
111 ნიგერია B-
112 კამერუნი B-
113 ელ სალვადორი B-
114 ერაყი B-
115 კენია B-
116 კონგო B-
117 ბელიზი B-
118 ეკვადორი B-
119 ბურკინა ფასო CCC+
120 განა CCC+
121 მოზამბიკი CCC+
122 პაკისტანი CCC+
123 კონგოს რესპუბლიკა CCC+
124 სურინამი CCC+
125 არგენტინა CCC
126 ბოლივია CCC-
127 ეთიოპია SD
128 რუსეთი NR
129 ბელორუსია NR
130 ლიბანი SD
131 შრი-ლანკა SD
132 უკრაინა SD
133 პუერტო რიკო D

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები