მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებს უჩივიან ყველაზე ხშირად ინვესტორები - არბიტრაჟების გეოგრაფია - საქართველო ათეულშია

საარბიტრაჟო დავა

საერთაშორისო ინვესტიციები გლობალური ეკონომიკის ქვაკუთხედია, თუმცა, ხშირად ინვესტორებსა და მასპინძელ სახელმწიფოებს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება. სწორედ ამ დავების გადასაწყვეტად არსებობს ICSID - საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი, მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტი ამ სფეროში. 1966 წელს დაარსებული, მსოფლიო ბანკის ეგიდით, ICSID უზრუნველყოფს ნეიტრალურ და ეფექტიან პლატფორმას ინვესტორებსა და სახელმწიფოებს შორის წარმოშობილი დავების არბიტრაჟის გზით გადასაწყვეტად. ამ დროისთვის ორგანიზაციის წევრია 166 ქვეყანა, ხოლო წარმოშობილი დავების გადაწყვეტა ხდება ინვესტორთა ურთიერთდაცვის ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. მსგავსი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 38 ქვეყანასთან, საიდანაც 35 ქვეყანასთან შეთანხმება უკვე მოქმედია. ეს შეთანხმებები შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს ამ ქვეყნებიდან გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში დავა აწარმოონ ICSID-ის პლატფორმაზე. ანალოგიური უფლებები ენიჭებათ ქართულ კომპანიებსაც, რომლებსაც უცხოეთში ინვესტირებისას სამართლებრივი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში არბიტრაჟისთვის მიმართვა შეუძლიათ. ამასთან, არბიტრაჟისთვის მიმართვის პრივილეგია არაერთი ინვესტორისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქე არაერთი ინვესტორი ქვეყანაში ინვესტიციას ახორციელებს იმ კომპანიების მეშვეობით რომლებიც უცხოეთში არის დაფუძნებული, ეს კი ამ კომპანიებს სამართლებრივი დავის წარმოქმნის შემთხვევაში უფლებას აძლევს მიმართონ საერთაშორისო არბიტრაჟს.

ICSID-ი ამჟამად საქართველოს მიმართ სულ 6 საქმეს განიხილავს, რაც არბიტრაჟის მთლიანი აქტიური საქმეების 2%-ია. ქვეყნების რეიტინგში კი საქართველო მეათე პოზიციას იკავებს.

# ICSID-ში არსებული აქტიური საქმეები ქვეყნების მიხედვით: დავების რაოდენობა
1 პერუ 22
2 მექსიკა 21
3 ესპანეთი 14
4 კოლუმბია 12
5 ჰონდურასი 12
6 ვენესუელა 10
7 პანამა 9
8 რუმინეთი 9
9 არგენტინა 7
10 საქართველო 6
11 უკრაინა 6
12 იტალია 5
13 გერმანია 4
14 ერაყი 4
15 ტანზანია 4
16 თურქეთი 4
17 სერბეთი 4
18 ხორვატია 4
19 კამერუნი 4
20 ბულგარეთი 4
21 ბანგლადეში 4
22 მაროკო 3
23 ბელგია 3
24 ნიგერი 3
25 კონგო 3
26 კანადა 3
27 ჩრდილო მაკედონია 3
28 ჩილე 2
29 საუდის არაბეთი 2
30 ალჟირი 2
31 სამხრეთ სუდანი 2
32 პოლონეთი 2
33 სლოვენია 2
34 გვატემალა 2
35 ფინეთი 2
36 სალვადორი 2
37 ეკვადორი 2
38 აზერბაიჯანი 2
39 სომხეთი 2
40 ფილიპინები 2
41 ვიეტნამი 2
42 ლაოსი 2
43 სამხრეთ კორეა 2
44 ნიდერლანდები 2
45 უნგრეთი 2
46 საბერძნეთი 2
47 აშშ 2
48 ტუნისი 2
49 ეგვიპტე 2
50 ყაზახეთი 2
51 ნიგერია 2
52 თურქმენეთი 2
53 ურუგვაი 2
54 უზბეკეთი 1
55 ალბანეთი 1
56 ანგოლა 1
57 ბაჰრეინი 1
58 ბენინი 1
59 ბოსნია და ჰერცეგოვინა 1
60 ბურკინა ფასო 1
61 ჩინეთი 1
62 კომორის კუნძულები 1
63 კოსტა რიკა 1
64 კოტ-დ'ივუარი 1
65 კვიპროსი 1
66 ჩეხეთი 1
67 დანია 1
68 დომინიკის რესპუბლიკა 1
69 ეკვატორული გვინეა 1
70 ევროკავშირი 1
71 გაიანა 1
72 ქუვეითი 1
73 ყირგიზეთი 1
74 ლატვია 1
75 ლიბანი 1
76 ლიტვა 1
77 მალი 1
78 მალტა 1
79 მოლდოვა 1
80 ნორვეგია 1
81 პაკისტანი 1
82 პორტუგალია 1
83 კატარი 1
84 რუანდა 1
85 სუდანი 1
86 შვედეთი 1
87 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1
88 ტოგო 1

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები