2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან 1.48 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 8%-ით აღემატება.
2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების - 688 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში - ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 ათასი დოლარი შეადგინა. თავის მხრივ ყირგიზეთში ძვირად ღირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ აღნიშნული ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებულ სავაჭრო სანქციებს არ უერთდება და ყირგიზეთიდან დილერები ავტომობილებს რუსეთის ფედერაციაში ყიდიან. ამასთან, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყირგიზეთში საქართველოდან ავტოექსპორტი 93%-ით ($332 მილიონით) გაიზარდა, ასევე 34%-ით ($117 მილიონით) გაიზარდა ავტოექსპორტი ყაზახეთში, სანაცვლოდ კი 36%-ით შემცირდა ავტოექსპორტი აზერბაიჯანის, 66%-ით კი სომხეთის მიმართულებით.
ქვეყანა | ავტოექსპორტი მლნ დოლარი | ავტომობილების რაოდენობა | ერთი ავტომობილის საშუალო ფასი |
ყირგიზეთი | 688 | 18,920 | $36.4 ათასი |
ყაზახეთი | 464 | 32,865 | $14.1 ათასი |
აზერბაიჯანი | 190 | 9,132 | $20.9 ათასი |
სომხეთი | 77 | 4,153 | $18.5 ათასი |
ტაჯიკეთი | 15 | 967 | $16.1 ათასი |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 7 | 254 | $27.3 ათასი |
უკრაინა | 6.8 | 906 | $7.5 ათასი |
ბელგია | 6.6 | 129 | $51.4 ათასი |
უზბეკეთი | 6.2 | 119 | $52.3 ათასი |
თურქეთი | 4.4 | 137 | $31.9 ათასი |
რაც შეეხება საქართველოში ავტომობილების იმპორტს, 2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოში სულ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 11%-ით შემცირდა. ავტომობილების ნახევარზე მეტი შემდგომ რეექსპორტზე გავიდა.