იანვარ-მაისში საქართველოდან ახალი საზამთროს შესაძენად 445 ათასი დოლარი გავიდა. შედეგად ამ პერიოდში ქვეყანაში 2 793 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, იმპორტის აღნიშნული მონაცემები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს მოცულობით (2 590 ტონა) მცირედით აღემატება, ხოლო იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 76%-ითაა გაზრდილი.
ამ პერიოდში საზამთროს იმპორტი სულ სამი ქვეყნიდან განხორციელდა:
1. ირანი - 356 ათასი დოლარი, 2 232 ტონა;
2. თურქეთი - 81 ათასი დოლარი, 555 ტონა;
3. ნიდერლანდები - 7 ათასი დოლარი, 5 ტონა.
გასული წლის ამავე პერიოდში საქართველომ საზამთრო აზერბაიჯანიდანაც შემოიტანა.
პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან მხოლოდ 3 ათასი დოლარის ღირებულების 2 ტონამდე საზამთრო ექსპორტზე ერთ ქეყანაში - სომხეთში გავიდა.




























