მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წლის I ნახევარში 7 928 ტონა საზამთრო შემოვიდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

იმპორტი

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2 მილიონ 393 ათასი დოლარის ღირებულების 7 928 ტონა საზამთრო შემოვიდა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით იმპორტის ღირებულება 9.2%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 33%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას საზამთროს შეძენა გაუძვირდა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოში საზამთრო ძირითადად მეზობელი თურქეთიდან შემოდიოდა. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. თურქეთი - 1.6 მლნ დოლარი, 5 440 ტონა; 
2. ირანი - 694 ათასი დოლარი, 2 293 ტონა; 
3. აზერბაიჯანი - 42 ათასი დოლარი, 145 ტონა; 
4. უზბეკეთი - 22 ათასი დოლარი, 45 ტონა;
5. ნიდერლანდები - 7 ათასი დოლარი, 4 ტონა; 

BM.GE-მ საქსტატიდან საზამთროს უმსხვილესი იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვით ამ პერიოდში საზამთროს იმპორტს შემდეგი კომპანიები ახორციელებდნენ: შპს აგროფლორა; შპს ბარბი 2005; შპს გარდენი; შპს ელიფ; შპს ლეფრუ; შპს მთმ გრუპ; შპს ოლლ ინ ვან; შპს პროგრესი; შპს ფრუტ.იმპორტ 2022; შპს ჯორჯიან პალასა. 
იმპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

რაც შეეხება ექსპორტს, წლების განმავლობაში ქვეყნიდან საზამთროს რეალიზების მაჩვენებელი იყო, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ექსპორტი კიდევ უფრო შემცირდა. იანვარ-ივნისში საქართველოდან სულ 98 ათასი დოლარის ღირებულების 345 ტონა საზამთრო გაიყიდა, რაც ღირებულებით გასული წლის ექსპორტს 54%-ით, მოცულობით კი 58%-ით ჩამორჩება. ამ პერიოდში საზამთრო მხოლოდ სომხეთში გავიდა.

TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი კი ასეთია: შპს G&I group; შპს GEORGIANTRANS+; შპს გეოიმპექს; შპს ეკო ფრუიტ; შპს ლიდერ 999; შპს მამბა; შპს რექსპორტერ; შპს ფრუტ.იმპორტ 2022; შპს ჯეო ექსპორტი; შპს ჯორჯიან პალასა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები