ჩინეთი, რომელიც პლანეტის უმსხვილესი ექსპორტიორია, საკუთარი ლოგისტიკური ჯაჭვების გაფართოებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ახალ საპორტო ინფრასტრუქტურაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს. ეს მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში ახალი პორტების მშენებლობას, არსებული ტერმინალების გაფართოებას და ახალი სატრანსპორტო ჯაჭვების შექმნას. ჩინეთი უმეტესწილად ორიენტირებულია ნედლეულის იმპორტზე, იქნება ეს ნაყარი ტვირთები, მეტალების მადნები, ნედლი ნავთობი, მანქანა დანადგარები თუ სხვა საქონელი და მზა პროდუქციის ექსპორტზე, რაც უმეტესწილად საკონტეინერო ხომალდების მეშვეობით ხორციელდება.
ჩინეთის მიერ მსოფლიოს მასშტაბით შეძენილი და აშენებული საპორტო ინფრასტრუქტურა მეტწილად თანხვედრაშია ჩინეთის სავაჭრო ნაკადების მოცულობასთან. 2023 წელს ჩინეთის ექსპორტი 3.4 ტრილიონ დოლარს, იმპორტი კი 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
Council of Foreign Relations-მა (CFR) ერთად შეკრიბა ის საპორტო/სატერმინალო/ლოგისტიკური პროექტები, რომლებსაც ჩინეთი მსოფლიოს გარშემო ახორციელებს. აღნიშნული პროექტები ძირითადად ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა 2013 წელს წარადგინა. მსოფლიოს მასშტაბით სულ 92 საპორტო/სატერმინალო ინფრასტრუქტურაა, რომელშიც ჩინური კომპანიები მონაწილეობენ, მათ შორის 13 საპორტო პროექტში ჩინური კომპანიები მაჟორიტარულ (50%+ საკონტროლო წილს) ფლობენ. ამ 13 საპორტო პროექტიდან 10 პორტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩინეთის საზღვაო ძალების ოპერაციებისთვისაც.
CFR-ის თანახმად, ჩინეთის უმსხვილესი გაცხადებული საპორტო ინვესტიცია მსოფლიოს გარშემო ტანზანიაში განხორციელდება, რაც ბაგამოიოს პორტის მშენებლობას უკავშირდება. პორტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება $10 მილიარდი დოლარია. პორტის მშენებლობის შესახებ განცხადება ტანზანიის პრეზიდენტმა ჯაკაია კიკვეტემ 2013 წელს სი ძინ პინთან შეხვედრაზე გააკეთა, თუმცა 10 წელზე მეტია აღნიშნულიდან გასული, ამასთან შეცვლილია ტანზანიის მთავრობაც, თუმცა პორტის რეალური განხორციელება არ დაწყებულა, ასევე უცნობია იქნება თუ არა პორტის საინვესტიციო მოცულობა $10 მილიარდი, რადგანაც მსგავსი პროექტები რეალურად განხორციელების ეტაპზე ხშირად ზომაში შემცირებას ექვემდებარებიან. მეორე ადგილზეა ავსტრალია, სადაც 2016 წელს მელბურნის პორტის 50-წლიანი ოპერირება/გაფართოების საკონცესიო უფლებები ჩინურმა კონსორციუმმა $7.3 მილიარდად შეიძინა. მესამე ადგილზეა შრი-ლანკა, სადაც ჩინეთმა $4 მილიარდამდე ინვესტიცია განახორციელა. საუბარია ჰამბანტოტას საპორტო პროექტზე, რომელშიც ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს 87%-იანი წილი აქვთ, ხოლო შრი-ლანკას სახელმწიფო 13%-ს ფლობს. პროექტი ჩინური სესხით აშენდა, რომლის მომსახურებაც შრი-ლანკას სახელმწიფომ ვერ შეძლო, რის შედეგადაც პროექტი 99 წლის ვადით ჩინური კომპანიის მართვაში გადავიდა. მეოთხე პოზიციაზეა სინგაპური, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული პორტი მდებარეობს, აღნიშნული პორტის ახალი ნავმისადგომების მშენებლობა ოპერირებისთვის ჩინურმა კომპანიებმა 2.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო მათი საკუთრება აღნიშნული ტერმინალის 49%-ს შეადგენს.
ქვეყანა | მთლიანი ჩინური ინვესტიცია | პორტების/ტერმინალების რაოდენობა | არის თუ არა ქვეყანა სარტყელი და გზის პარტნიორი |
ტანზანია | $10.2 მილიარდი | 2 | დიახ |
ავსტრალია | $8.1 მილიარდი | 3 | არა |
შრი-ლანკა | $3.9 მილიარდი | 4 | დიახ |
სინგაპური | $2.6 მილიარდი | 1 | დიახ |
ანგოლა | $2.1 მილიარდი | 3 | დიახ |
სპილოს ძვლის სანაპირო | $1.7 მილიარდი | 2 | დიახ |
ნიგერია | $1.7 მილიარდი | 2 | დიახ |
კამბოჯა | $1.5 მილიარდი | 3 | დიახ |
მიანმარი | $1.3 მილიარდი | 1 | დიახ |
საუდის არაბეთი | $1.2 მილიარდი | 3 | დიახ |
სამხრეთ კორეა | $1.2 მილიარდი | 1 | დიახ |
ტაილანდი | $1 მილიარდი | 2 | დიახ |
მადაგასკარი | $1 მილიარდი | 1 | დიახ |
ისრაელი | $1 მილიარდი | 1 | არა |
რუსეთი | $1 მილიარდი | 1 | Unclear |
კენია | $944.7 მილიონი |
3 | დიახ |
ტიმორ-ლესტე | $942.6 მილიონი | 1 | დიახ |
თურქეთი | $940 მილიონი | 1 | დიახ |
ბრაზილია | $924 მილიონი | 1 | არა |
ყატარი | $880 მილიონი | 1 | დიახ |
გვინეა | $853 მილიონი | 1 | დიახ |
ეგვიპტე | $721 მილიონი | 3 | დიახ |
ჯიბუტი | $606.7 მილიონი |
2 | დიახ |
კამერუნი | $568 მილიონი | 1 | დიახ |
მალაიზია | $544 მილიონი | 2 | დიახ |
იემენი | $508 მილიონი | 1 | დიახ |
განა | $476 მილიონი | 1 | დიახ |
ესპანეთი | $454 მილიონი |
2 | არა |
მავრიტანია | $453.8 მილიონი |
3 | დიახ |
საფრანგეთი | $446 მილიონი | 1 | არა |
პაკისტანი | $440 მილიონი | 3 | დიახ |
საბერძნეთი | $411 მილიონი |
1 | დიახ |
ერიტრეა | $400 მილიონი | 1 | დიახ |
ნამიბია | $385 მილიონი | 1 | დიახ |
ეკვატორული გვინეა | $352 მილიონი | 1 | დიახ |
პაპუა ახალი გვინეა | $285 მილიონი | 1 | დიახ |
მექსიკა | $272.5 მილიონი | 2 | არა |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | $227.5 მილიონი | 2 | დიახ |
პერუს | $225 მილიონი | 1 | დიახ |
Წასვლა | $207 მილიონი | 1 | დიახ |
პანამა | $195 მილიონი |
2 | დიახ |
ვიეტნამი | $163.3 მილიონი | 1 | დიახ |
შეერთებული შტატები | $161.9 მილიონი | 2 | არა |
უკრაინა | $151.3 მილიონი | 3 | დიახ |
მოზამბიკი | $151 მილიონი | 2 | დიახ |
ბრუნეი | $142.9 მილიონი | 1 | დიახ |
ნიდერლანდები | $139 მილიონი | 1 | არა |
ლატვია | $112 მილიონი | 1 | დიახ |
ეკვადორი | $106.7 მილიონი | 1 | დიახ |
სუდანი | $97.5 მილიონი | 1 | დიახ |
გერმანია | $76 მილიონი | 1 | არა |
იტალია | $59.1 მილიონი | 1 | დიახ |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | $56.5 მილიონი | 1 | დიახ |
ჩილე | $44 მილიონი | 1 | დიახ |
ბელგია | $39.1 მილიონი |
1 | არა |
ბაჰამის კუნძულები | $39 მილიონი | 1 | არა |
ფილიპინები | $10 მილიონი | 1 | დიახ |
აღნიშნულ სიას მომავალში საქართველოც დაემატება საწყის ეტაპზე $600 მილიონი დოლარის ინვესტიციით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, სადაც ჩინურ კონსორციუმ (CCCC & China Harbour Investment PTE) 49%-იანი წილი ექნება.