მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი?

637b4ad617411
შოთა ტყეშელაშვილი
21.11.22 14:30
3816
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში $661 მილიონის ღირებულების 64 ათასი ავტომობილი გავიდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია.

საქართველოდან ყველაზე მეტი - $245 მილიონის ღირებულების ავტომობილები აზერბაიჯანში გავიდა ექსპორტზე. მეორე ადგილს $117 მილიონით უკრაინა იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე სომხეთია, სადაც $84 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე.

1) აზერბაიჯანი - $245.1 მლნ, 25,096 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $9.8 ათასი;
2) უკრაინა - $117.4 მლნ, 12,446 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $9.4 ათასი;
3) სომხეთი - $84.2 მლნ, 8,293 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $10.2 ათასი;
4) რუსეთი - $55.3 მლნ, 3,841 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $14.4 ათასი;
5) ყაზახეთი - $54.9 მლნ, 5,417 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $10.1 ათასი;
6) ყირგიზეთი - $38.6 მლნ, 5,742 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $6.7 ათასი;
7) ბელგია - $22.8 მლნ, 472 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $48.3 ათასი;
8) ტაჯიკეთი - $10.3 მლნ, 1,789 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $5.7 ათასი;
9) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.6 მლნ, 131 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $73.6 ათასი;
10) ბელარუსი - $5.3 მლნ, 156 ავტომობილი, ერთის საშუალო ფასი $33.9 ათასი.

ექსპორტში ყველაზე მაღალი საშუალო ფასი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფიქსირდა, სადაც გასული ავტომობილის საშუალო ღირებულება 74 ათასი დოლარია. ყველაზე დაბალი საშუალო ფასის, 5.7 ათასი დოლარის ავტომობილები კი ტაჯიკეთში გადის ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები